ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

ძაღლის ჭირის ვირუსის CDV  და ძაღლის პარვოვირუსის CPV ანტისხეულების კომბინირებული სწრაფი ტესტ-კასეტა,  ნახევრად რაოდენობრივი განსაზღვრისათვის.

გამოყენება: CDV+CPV ანტისხეულის კომბინირებული სწრაფი ტესტ-კასეტა წარმოადგენს კომბინირებულ კასეტას ძაღლის ჭირის ვირუსის ანტისხეულისა და ძაღლის პარვოვირუსის ანტისხეულების ნახევრად რაოდენობრივი განსაზღვრისათვის ძაღლების შრატსა თუ პლაზმაში.

პრინციპი: ტესტ-კასეტას აქვს ორი სატესტო ფანჯარა. თითოეულ სატესტო ფანჯარას აქვს უხილავი T (ტესტის) ზონა და C (საკონტროლო) ზონა. როდესაც ნიმუში განთავსდება კასეტაზე არსებულ ნიმუშის ფოსოში (S), სითხე გვერდით მიედინება ტესტის ზოლის ზედაპირზე. თუ ნიმუშში წარმოდგენილი იქნება საკმარისი CDV ანტისხეული ან CPV ანტისხეული, გამოჩნდება ხილული T ხაზი. C ხაზი ყოველთვის უნდა გამოჩნდეს ნიმუშის გამოყენების შემდეგ, რაც მიუთითებს შედეგის სისწორეზე.
შენახვა და სტაბილურობა:
შეინახეთ შეფუთულ მდგომარეობაში, დალუქულ პაკეტში ოთახის ტემპერატურაზე ან მაცივარში (2-30 °C). ტესტ-კასეტა სტაბილურია ვარგისობის ვადის გასვლამდე. ტესტ-კასეტა გამოყენებამდე უნდა დარჩეს დალუქულ პაკეტში. არ გაყინოთ. არ შეინახოთ ტესტ-სისტემა მზის სინათლის უშუალო ზემოქმედების ქვეშ.

სიფრთხილის ზომები:
• არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
• ყველა ნიმუშს მოეპყარით ისე, როგორც ინფექციის აღმძვრელის შემცველ ნიმუშს. ტესტირების დროს დაიცავით დადგენილი სიფრთხილის ზომები მიკრობიოლოგიური საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და დაიცავით ნიმუშების სათანადო უტილიზაციის სტანდარტული პროცედურები.
• ტენიანობამ და ტემპერატურამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს შედეგებზე.
• უშუალოდ გამოყენებამდე არ ამოიღოთ ტესტ-კასეტა პაკეტიდან.
• ტესტ-სისტემა არ გამოიყენოთ განმეორებით.
• არ შეურიოთ სხვა პარტიის კომპონენტებთან და სხვადასხვა პროდუქტებთან.

მოწოდებული მასალები
● ტესტ-კასეტები ● პიპეტები
● შეფუთვის ჩანართი ● ბუფერი
● ფერადი ბარათი

საჭირო მასალა, რომელიც არ არის მოწოდებული
● ნიმუშების ასაღები კონტეინერები
● ცენტრიფუგა (მხოლოდ პლაზმისთვის)
● ტაიმერი

გამოყენების წესი:
ტესტირების დაწყებამდე, ტესტ-კასეტა, ნიმუში, ბუფერი და/ან საკონტროლო საშუალებები გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე (15-30°C).
1. ამოიღეთ ტესტ-კასეტა ფოლგის პაკეტიდან და გამოიყენეთ შეძლებისდაგვარად სწრაფად. საუკეთესო შედეგები მიიღება იმ შემთხვევაი, თუ ანალიზი ერთი საათის განმავლობაში ჩატარდება.
2. აიღეთ ძაღლის ახალი სისხლი და გამოყავით შრატი ან პლაზმა სისხლიდან შეძლებისდაგვარად სწრაფად, ჰემოლიზის თავიდან ასაცილებლად. გამოიყენეთ მხოლოდ გამჭვირვალე, არაჰემოლიზებული ნიმუშები. არ დატოვოთ ნიმუშები ოთახის ტემპერატურაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. შრატისა და პლაზმის ნიმუშების შენახვა შეიძლება 2-8°C ტემპერატურაზე 3 დღემდე. ხანგრძლივი შენახვის შემთხვევაში, ნიმუშები უნდა ინახებოდეს -20 °C- ტემპერატურაზე დაბლა.
3. მოათავსეთ ტესტ-კასეტა სუფთა და სწორ ზედაპირზე. დაიჭირეთ პიპეტი ვერტიკალურ მდგომარეობაში და გადაიტანეთ შრატის ან პლაზმის 1 წვეთი (დაახლოებით 40 მკლ) და დაუყოვნებლივ დაამატეთ ბუფერის 2 წვეთი (დაახლოებით 80 მკლ) ნიმუშის ფოსოში (S), შემდეგ ჩართეთ ტაიმერი. იხილეთ ქვემოთ წარმოდგენილი სურათი.
4. წაიკითხეთ შედეგები 10 წუთში T ხაზის ინტენსივობის შედარებით მოწოდებულ ფერად ბარათთან. არ მოახდინოთ შედეგების შეფასება15 წუთის შემდეგ.

შედეგების შეფასება:
„C“ ხაზის არსებობა მიუთითებს სწორ შედეგზე. წაიკითხეთ შედეგი „T“ ხაზის ფერის ინტენსივობის შედარებით მოწოდებულ სტანდარტულ ფერთა ბარათთან.
CDV ანტისხეულების შემთხვევაში:
V.N. ძაღლის ცილის ანტისხეულების ტიტრები შეესაბამება ფერის ინტენსივობის ხარისხებს.

G1 < 1:8 G2 = 1:16 G3 = 1:32
G4 = 1:64 G5 = 1:128 G6 > 1:256

დადებითი: ორივე “C” და “T” ხაზის არსებობა. T ხაზი G3-ზე განიხილება როგორც სტანდარტული დადებითი. T ხაზი < G3, არის სუსტი დადებითი და მიუთითებს CDV ანტისხეულების დაბალ დონეზე. T ხაზი G4-G5-ის გარშემო, ძლიერი დადებითია. T ხაზი > G6, არის ძალიან ძლიერი დადებითი, მიუთითებს ვირუსთან კონტაქტზე ბოლო დროს ან ინფექციაზე.
უარყოფითი: ჩნდება ნათელი C ხაზი. T ხაზი არ ჩანს, ან T ხაზი უფრო სუსტია, ვიდრე G1. აღნიშნული მიუთითებს ძალიან დაბალ CDV ტიტრზე. შეიძლება ადგილი ჰქონდეს წარუმატებელ იმუნიზაციას.
არასწორი: არცერთი ხაზი არ ჩანს საკონტროლო ხაზის ზონაში (C).

CPV ანტისხეულების შემთხვევაში:
Н.I. ძაღლის პარვოვირუსის ანტისხეულების ტიტრები შეესაბამება ფერის ინტენსივობის ხარისხებს.

G1 < 1:40 G2 = 1:40 G3 = 1:80
G4 = 1:160 G5 = 1:320 G6 > 1:640

დადებითი: როგორც „C“ ხაზის, ასევე „T“ ხაზის არსებობა. T ხაზი G3-ზე მაღალი ინტენსივობით განიხილება, როგორც დადებითი. T ხაზი < G3, სუსტი დადებითია და მიუთითებს CPV ანტისხეულების დაბალ დონეზე. T ხაზი G4-G5-ის ფარგლებში არის ძლიერ დადებითი. T ხაზი > G6 არის ძალიან ძლიერ დადებითი, მიუთითებს ვირუსთან კონტაქტზე ბოლო დროს ან ინფექციაზე.
უარყოფითი: ჩნდება წმინდა C ხაზი. T ხაზი არ ჩანს, ან T ხაზი უფრო, სუსტია ვიდრე G1. აღნიშნული მიუთითებს ძალიან დაბალ CPV ტიტრზე. შეიძლება ადგილი ჰქონდეს წარუმატებელ იმუნიზაციას.
არასწორია: C ზონაში ფერადი ხაზი არ ჩანს.

შეზღუდვები:
CDV+CPV ანტისხეულების კომბინირებული სწრაფი ტესტ-კასეტა განკუთვნილია მხოლოდ in vitro ვეტერინარული დიაგნოსტიკისთვის. ყველა შედეგი განიხილება სხვა კლინიკურ ინფორმაციასთან ერთად, რომელსაც მოგაწოდებთ ვეტერინარი.