ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
კატის FCoV + FPV + ჟიარდია ლამბლიას ანტიგენის კომბინირებული სწრაფი ტესტ-კასეტა
გამოყენება: FCoV + FPV + ჟიარდია ლამბლიას ანტიგენის კომბინირებული სწრაფი ტესტ-კასეტა არის კომბინირებული კასეტა კატის კორონა ვირუსის ანტიგენის, კატის პანლეიკოპენიის ვირუსის ანტიგენის და ჟიარდია ლამბლიას ანტიგენის არსებობის დიფერენციალური დიაგნოსტიკისთვის კატის განავალში.
პრინციპი: FCoV + FPV + ჟიარდია ლამბლიას ანტიგენის კომბინირებული სწრაფი ტესტ-კასეტა ეფუძნება სენდვიჩის ტიპის გვერდითი დინების იმუნოქრომატოგრაფიულ ანალიზს. სატესტო მოწყობილობას აქვს სამი სატესტო ფანჯარა. თითოეულ სატესტო ფანჯარაზე წარმოდგენილია უხილავი T (ტესტის) ზონა და C (საკონტროლო) ზონა. როდესაც ნიმუში განთავსდება კასეტაზე არსებულ ნიმუშის ფოსოში, სითხე ლატერალურად მიედინება ტესტის ზოლის ზედაპირზე. თუ ნიმუშში არის FCoV ან FPV ან ჟიარდიას ანტიგენი, ხილული T ხაზი გამოჩნდება შესაბამის სატესტო ფანჯარაში. C ხაზი ყოველთვის უნდა გამოჩნდეს ნიმუშის გამოყენების შემდეგ, რაც სწორ შედეგზე მიუთითებს. აღნიშნული საშუალებით, კასეტას შეუძლია ზუსტად მიუთითოს FCoV ან FPV ან ჟიარდიას ანტიგენის არსებობა ნიმუშში.
შენახვა და სტაბილობა: შეინახეთ დალუქულ პაკეტში ოთახის ტემპერატურაზე ან მაცივარში (2-30°C). ტესტი სტაბილურია დალუქულ პაკეტზე დაბეჭდილი ვარგისობის ვადის გასვლამდე. ტესტ-კასეტა გამოყენებამდე უნდა დარჩეს დალუქულ პაკეტში. არ გაყინოთ. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
სიფრთხილის ზომები:
*არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
*ყველა ნიმუშს მოეპყარით ისე, როგორც ინფექციის აღმძვრელის შემცველ ნიმუშს. ტესტირების დროს დაიცავით დადგენილი სიფრთხილის ზომები მიკრობიოლოგიური საფრთხეების წინააღმდეგ და დაიცავით ნიმუშების სათანადო უტილიზაციის სტანდარტული პროცედურები.
*გაიკეთეთ ერთჯერადი ხელთათმანები და თვალის დამცავი საშუალებები ნიმუშების ტესტირებისას.
*ტენიანობამ და ტემპერატურამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს შედეგებზე.
*ტესტ-კასეტა არ ამოიღოთ თავისი შეფუთვიდან უშუალოდ გამოყენებამდე.
*ტესტ-სისტემა არ გამოიყენოთ განმეორებით.
*არ შეურიოთ სხვა პარტიის კომპონენტებთან და სხვადასხვა პროდუქტებთან.
ხელმისაწვდომი მასალები:
● ტესტ-კასეტები ● პიპეტები ● პლასტმასის სინჯარები ბუფერის შემცველობით
● ჩხირები ● შეფუთვის ჩანართი
საჭირო მასალები, რომელიც არ არის მოწოდებული
● ტაიმერი
გამოყენების წესი:
ტესტის დაწყებამდე, გააჩერეთ ტესტ-კასეტა, ნიმუში, ბუფერი და/ან საკონტროლო საშუალება ოთახის ტემპერატურაზე (15-30 °C).
1. შეაგროვეთ ძაღლის განავალი ჩხირით ძაღლის ანუსიდან ან მიწიდან. განავლის ნაცხის რაოდენობა წარმოდგენილია შემდეგი სახით:
1. არასაკმარისი
2. კარგი
3. კარგი
4. ძალიან ბევრი
- მოათავსეთ სველი ტამპონი ბუფერიან სინჯარაში, რომელიც თან ახლავს ტესტ-სისტემას. დაატრიალეთ და შეანჯღრიეთ ნიმუში საკმარისი ექსტრაქციის უზრუნველსაყოფად.
- მოათავსეთ ტესტ-კასეტა სუფთა და სწორ ზედაპირზე. დაიჭირეთ პიპეტი ვერტიკალურად და გადაიტანეთ ამოღებული ნიმუშის 4 წვეთი (დაახლოებით 160 მკლ) ტესტ-კასეტის თითოეულ ნიმუშში, შემდეგ ჩართეთ ტაიმერი.
- წაიკითხეთ შედეგი 5-10 წუთში. არ გააკეთოთ შედეგების ინტერპრეტაცია 15 წუთის შემდეგ.
იხილეთ წარმოდგენილი სურათი.
შედეგების ინტერპრეტაცია:
დადებითი: C ხაზის და T ხაზის არსებობა, მიუხედავად იმისა, T ხაზი ძლიერია თუ სუსტი.
უარყოფითი: ვლინდება მხოლოდ ნათელი C ხაზი.
არასწორი: არცერთი ფერადი ხაზი არ ჩანს C რეგიონში, მიუხედავად T ხაზის არსებობისა.
შეზღვუდვები:
- FCoV + FPV + ჟიარდია ლამბლიას ანტიგენი კომბინირებული სწრაფი ტესტ-კასეტა განკუთვნილია მხოლოდ in vitro დიაგნოსტიკისთვის. ყველა შედეგი განიხილება სხვა კლინიკურ ინფორმაციასთან ერთად, რომელსაც მოგაწოდებთ ვეტერინარი. შედეგების დასადასტურებლად, რეკომენდებულია დამადასტურებელი მეთოდები, როგორიცაა PCR და მიკროსკოპია.
- ჟიარდიას სიცოცხლეში არსებობს განვითარების ორი განსხვავებული ეტაპი: ტროფოზოიტი და ცისტები. ზოგადად, ცისტები არსებობს წარმოქმნილ განავალში, ხოლო ტროფოზოიტი აღინიშნება წყლიან (ფაღარათიან) განავალში. ეს ნაკრები გამოიყენება ჟიარდიის გამოსავლენად ტროფოზოიტის სტადიაზე.



