ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

ძაღლის ერლიხიოზის + ლეიშმანიოზის (LSH) ანტისხეულების სწრაფი კომბინირებული ტესტ-კასეტა

გამოყენება: ძაღლის ერლიხიოზის+ ლეიშმანიოზის (LSH) ანტისხეულების სწრაფი კომბინირებული ტესტ-კასეტა წარმოადგენს კომბინირებულ კასეტას ძაღლის  სისხლში ან შრატში ან პლაზმაში ძაღლის ერლიხიოზისა და ძაღლის ლეიშმანიოზის ანტისხეულების არსებობის დიფერენციალური დიაგნოსტიკისთვის.

პრინციპი: ტესტ-კასეტას აქვს ორი სატესტო ფანჯარა. თითოეულ სატესტო ფანჯარას აქვს უხილავი T (ტესტის) ხაზი და C (საკონტროლო) ხაზი. როდესაც ნიმუში განთავსდება კასეტაზე არსებულ ნიმუშის ფოსოში, სითხე ლატერალურად მიედინება ტესტის ზოლის ზედაპირზე. თუ ნიმუშში არის ძაღლის ერლიხიოზის  ან ძაღლის ლეიშმანიოზის ანტისხეული, ხილული T ხაზი გამოჩნდება შესაბამის სატესტო ფანჯარაში. C ხაზი ყოველთვის უნდა გამოჩნდეს ნიმუშის გამოყენების შემდეგ, რაც მიუთითებს შედეგის სისწორეზე. კასეტას შეუძლია ზუსტად მიუთითოს ნიმუშში ძაღლის ერლიხიოზის ანტისხეულის ან ლეიშმანიოზის ანტისხეულის არსებობა.

შენახვა და სტაბილობა:
შეინახეთ შეფუთულ მდგომარეობაში დალუქულ პაკეტშ ოთახის ტემპერატურაზე ან მაცივარში (2-30°C). ტესტი სტაბილურია ვარგისობის ვადის გასვლამდე. ტესტ-კასეტა გამოყენებამდე უნდა დარჩეს დალუქულ პაკეტში. არ გაყინოთ. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

სიფრთხილის ზომები
·         ყველა ნიმუშს მოეპყარით ისე, როგორც ინფექციის აღმძვრელის შემცველ ნიმუშს. ტესტირების დროს დაიცავით დადგენილი სიფრთხილის ზომები მიკრობიოლოგიური საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და დაიცავით ნიმუშების სათანადო უტილიზაციის სტანდარტული პროცედურები.
·         გაიკეთეთ ერთჯერადი ხელთათმანები და თვალის დამცავი საშუალებები ნიმუშების ტესტირებისას.
·         ტენიანობამ და ტემპერატურამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს შედეგებზე.
·         გამოყენებამდე არ ამოიღოთ ტესტ-კასეტა პაკეტიდან.
·         ტესტ-სისტემა არ გამოიყენოთ განმეორებით.
·         არ შეურიოთ სხვა პარტიის კომპონენტებთან და სხვადასხვა პროდუქტებთან.
მოწოდებული მასალები
● ტესტ-კასეტები                                                      ● პიპეტები
● ბუფერი                                                                   ● შეფუთვის ჩანართი
საჭირო მასალა, რომელიც შეფუთვას არ მოყვება
● ტაიმერი                ●  ნიმუშის კონტეინერები             ● ცენტრიფუგა (პლაზმისათვის)

გამოყენების წესი:
ტესტის დაწყებამდე, გააჩერეთ ტესტ-კასეტა, ნიმუში, ბუფერი და/ან საკონტროლო საშუალებები ოთახის ტემპერატურაზე (15-30°C).
1.      აიღეთ ძაღლის ახალი  სისხლის ან შრატის ან პლაზმის ნიმუშები და დარწმუნდით, რომ ნიმუშები არ არის შემღვრეული ან დალექილი. გამოიყენეთ მხოლოდ გამჭვირვალე, არაჰემოლიზებული ნიმუშები. არ დატოვოთ ნიმუშები ოთახის ტემპერატურაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. შრატისა და პლაზმის ნიმუშები შეიძლება ინახებოდეს 2-8°C ტემპერატურაზე 3 დღემდე. ხანგრძლივი შენახვისთვის, შრატისა და პლაზმის ნიმუშები უნდა ინახებოდეს -20°C ტემპერატურაზე დაბლა.
2.      მოათავსეთ ტესტ-კასეტა სუფთა და სწორ ზედაპირზე.
3.      დაიჭირეთ პიპეტი ვერტიკალურ მდგომარეობაში და გადაიტანეთ ნიმუშის 1 წვეთი (დაახლოებით 10 მკლ) და დაუყოვნებლივ დაამატეთ ბუფერის 3 წვეთი (დაახლოებით 80 მკლ) თითოეულ ნიმუშის ფოსოში (S), შემდეგ ჩართეთ ტაიმერი. იხილეთ ზემოთ წარმოდგენილი სურათი.
4.      წაიკითხეთ შედეგი 5-10 წუთში. არ გააკეთოთ შედეგების შეფასება15 წუთის შემდეგ.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ტესტის ხაზი ძალიან ძლიერია ან თუნდაც უფრო მუქია, ვიდრე საკონტროლო ხაზი, ან საკონტროლო ხაზი გაქრება, ეს შეიძლება მიუთითებდეს ძლიერ დადებით ნიმუშზე და არა არასწორ შედეგზე. შედეგის დასადასტურებლად რეკომენდებულია ნიმუშის 3-5-ჯერ განზავება ბუფერით და ხელახლა ტესტირება ახალი ტესტით.

შედეგების შეფასება:

დადებითი: როგორც C ხაზის, ასევე T ხაზის არსებობა, არ აქვს მნიშვნელობა T ხაზი ნათელია თუ ბუნდოვანი.

უარყოფითი: ვლინდება მხოლოდ მკაფიო C ხაზი.

არასწორი: არცერთი ფერადი ხაზი არ ჩანს C ხაზში, არ აქვს მნიშვნელობა, გამოჩნდება თუ არა T ხაზი. თუ T ხაზი ძალიან ძლიერია, მაგრამ არ არის C ხაზი ან წარმოდგენილია სუსტი C ხაზი, ეს შეიძლება იყოს ძლიერი დადებითი ნიმუშის შედეგი, დადასტურების მიზნით რეკომენდებულია ნიმუშის განზავება და ხელახლა ტესტირება ახალი ტესტით.

შეზღუდვები:
ძაღლის ერლიხიოზის + ლეიშმანიოზის (LSH) ანტისხეულების სწრაფი კომბინირებული ტესტი-კასეტა გამოიყენება მხოლოდ in vitro ვეტერინარული დიაგნოსტიკისთვის. ყველა შედეგი უნდა იყოს განხილული სხვა კლინიკურ ინფორმაციასთან ერთად, რომელსაც მოგაწოდებთ ვეტერინარი. ზუსტი შედეგის მისაღებად, პრაქტიკაში საბოლოო განსაზღვრისთვის რეკომენდებულია სხვა მეთოდის გამოყენება, როგორიცაა PCR ან პათოგენის იზოლაციის ტესტი ან Elisa.