დეტალური აღწერა

შემადგენლობა: სორბინის მჟავას მარილი; ნატრიუმის ალკანოსულფატი; იისფერი ბრომკრეზოლის ნატრიუმის მარილი; წყალი.

ჩვენება: 

პრეპარატი გამოიყენება: მასტიტის მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ რძეში სომატური უჯრედების სწრაფი განსაზღვრისათვის (ფარული მასტიტის გამოსავლენად).

გამოკვლევის მიმდინარეობა:

 მომზადდეს სამუშაო ხსნარი თანდართული ინსტრუქციის მიხედვით

 რძის სინჯების აღების წინ ყოველი დვრილიდან ჩამოიწველოს რამდენიმე ნაკადი

 ცურის თითოეული მეოთხედიდან რძის სინჯი ჩაისხას თანდართული სპეციალური ფირფიტის სანათურში 2–3 მლ ოდენობით

 რძის თითოეულ სინჯს დაემატოს სადიაგნოსტიკო ტესტის სამუშაო ხსნარის 2–3 მლ

 ფირფიტის წრიული მოძრაობით კარგად უნდა აირიოს რძე და სადიაგნოსტიკო ხსნარი

 შედეგი იკითხება 10 წმ­ის შემდეგ ნარევის სისქის ცვლილების მიხედვით.

შედეგის წაკითხვა:

 უარყოფითი შედეგი (ცხოველი ჯანმრთელია) – ნარევი რჩება თხელი, ერთგვაროვანი ლურჯი (რუხი ფერის);

 სუსტი დადებითი შედეგი – ნარევი ოდნავ შესქელებულია, რეაქცია ქრება 10 წამში

 დადებითი შედეგი (ცხოველი დაავადებულია მასტიტით) – ნარევი მაგრდება და ხდება წებოვანი.

სპეციალური გაფრთხილება: ტესტის გამოყენება არ შეიძლება ხსენის პერიოდში და მოგებამდე 3 დღით ადრე.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ და იზოლირებულ ადგილას, 250Cტემერატურამდე.

შენახვის ვადა: 3 წელი.

შეფუთვის ფორმა: 1ლ პლასტიკის ბოთლი.