ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
შემადგენლობა: საინექციო ხსნარი:შრატი დამზადებულია ღორის ანმსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კლინიკურად ჯანმრთელი პროდუცენტების სისხლიდან, რომელიც ჰიპერიმუნიზირებულია ღორის წითელი ქარის გამომწვევის Erysipelothrix rhusiopathiae სამი შტამის № 1329, № 1689, № 1933 კულტურების ინაქტივირებული ანტიგენებით.
ჩვენება:გამოიყენება ღორის წითელი ქარის სამკურნალოდ და პროფილაქტიკიის მიზნით.
ბიოლოგიური თვისებები: შრატის შეყვანიდან 24 საათში ფორმირდება პასიური იმუნიტეტი, რომელიც გრძელდება 14 დღე.
შრატის მიღების წესი და დოზირება:
- შრატი შეყვანის წინ თბება წყლის აბაზანაში (37–380Cზე).იმუნიზაციის პროცესში პერიოდულად ანჯღრევენ.
- შპრიცებს და ნემსებს დუღილით ასტერილებენ. თითოეული ცხოველის იმუნიზაციისთვის ცალკე სტერილურ ნემსს იყენებენ. შრატის შეყვანის ადგილს დეზინფექციას უკეთებენ ეთილის სპირტის 70%-იანი ხსნარით.
- შრატი პროფილაქტიკის მიზნით შეჰყავთ ერთჯერადად კუნთში ან კანქვეშ.(ყურის უკან ან ბარძაყის შიდა მხარეს).
- შრატი შეჰყავთ ეტიკეტზე აღნიშნულ დოზებში.
- სამკურნალო მიზნით შრატი შეჰყავთ ორმაგი დოზით კუნთებში.
- სამკურნალო მიზნით შრატი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანტიბიოტიკებთან ერთად.
- შრატის განმეორებით შეყვანა შეიძლება 8–12 საათის შემდეგ.
უკუჩვენებები: არ არის დადგენილი.
გვერდითი მოვლენები: არ აღინიშნება.
ლოდინის პერიოდი: ხორცი გამოიყენება შეზღუდვების გარეშე
შენახვის პირობები: შრატს ინახავენ სინათლისგან დაცულ ადგილას 2°C-დან 15°C-მდე ტემპერატურის პირობებში
შენახვის ვადა: 2 წელი.
ფლაკონის პირველი გახსნის შემდეგ შრატი აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული 12 საათის განმავლობაში.
შეფუთვის ფორმა: 100 მლ შუშის ფლაკონი.

