ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
შემადგენლობა:
ცხვრის ვაქცინის ერთი დოზა შეიცავს არა ნაკლებ 3,0 lg ТЦД 50/სმ3 შტამს «НИСХИ» (КМИЭВ-V140),
მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ერთი დოზა შეიცავს არა ნაკლებ 4,0 lg ТЦД 50/სმ3 შტამს «НИСХИ» (КМИЭВ-V140).
სამკურნალო ფორმა:საინექციო სუსპენზიის მისამზადებელი ლიოფილიზატი (ცოცხალი ვაქცინა). გარეგნული სახით ვაქცინა წარმოადგენს მშრალ ღია ყვითელი ფერის ფოროვან მასას, რომელიც სრულად იხსნება ნატრიუმის ქლორიდის სტერილურ 0,9%-იან ხსნარში (ფიზიოლოგიურ ხსნარში) ან სტერილურ საინექციო ხსნარში 1-4 წუთის განმავლობაში.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ვაქცინა იწვევს იმუნური პასუხის ფორმირებას ყვავილის წინააღმდეგ აცრილ ცხვრებში 5 დღე-ღამეში ერთი იმუნური დოზის გამოყენების შემდეგ, არანაკლებ 12 თვის ხანგრძლივობით.
ვირუსვაქცინა იწვევს იმუნური პასუხის ფორმირებას მსხვ.რქ.პირუტყვში ინფექციური კვანძოვანი (ნოდულარული) დერმატიტის წინააღმდეგ აცრილი სულადობის არა ნაკლებ 70%-ში, 21 დღე-ღამის შემდეგ ერთი ასაცრელი დოზის ერთჯერადი გამოყენების შემდეგ, არა ნაკლებ 12 თვის ხანგრძლივობით.
ვაქცინა უსაფრთხოა და სამკურნალო თვისებები არ გააჩნია.
გამოყენების გზა და დოზირება:
ვაქცინა განკუთვნილია ცხვრის ყვავილის და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ინფექციური კვანძოვანი (ნოდულარული) დერმატიტიტის პროფილაქტიკისათვის არაკეთილსაიმედო მეურნეობებში, ასევე აღნიშნული დაავადებების მიმართ სახიფათო და არაკეთილსაიმედო ზონაში.
ვაქცინაციის ჩატარების დროს უნდა იქნას დაცული ასეპტიკის, პირადი ჰიგიენის და უსაფრთხოების ტექნიკის საერთო წესები, რომლებიც გათვალისწინებულია ვეტერინარული გამოყენების სამკურნალო პრეპარატებთან მუშაობის დროს.
ცხვრის აცრის დროს მაკეობის ბოლო სტადიაში და ძროხის მაკეობის მეორე ნახევარში უნდა იქნას დაცული სიფრთხილის ზომები მათი ტრავმირების თავიდან ასაცილებლად.
გეგმიური პროფილაქტიკის დროს ცხვრის ყვავილის პროფილაქტიკისათვის აცრიან 3 თვის ასაკიდან. ცხოველების რევაქცინაციას ატარებენ ყოველი 12 თვის შემდეგ.
არაკეთილსაიმედო პუნქტში და სახიფათო ზონების მეურნეობებში ვაქცინაციას უტარებენ ყველა ასაკობრივი ჯგუფების ცხოველებს, რომელთაც არა აქვთ ცხვრის ყვავილით დაავადების ნიშნები, წინა აცრის ვადის მიუხედავად. ამასთან, ახალგაზრდა ცხოველებს აცრიან ორჯერ 14 დღე-ღამის ინტერვალით. ახალგაზრდა ცხოველებს რევაქცინაციას უტარებენ 6-7 თვის შემდეგ, ხოლო ზრდასრულ ცხოველებს – 12 თვის შემდეგ.
ცხვრში ვირუსვაქცინა შეყავთ კანქვეშ კანის უბალნო უბანში (იღლიის ქვეშა უბანი, კუდქვეშა ნაოჭი) ასეპტიკის წესების დაცვით დოზით 1,0 სმ3.
მშრალი ვირუსვაქცინის გამოყენების წინ, ასეპტიკის წესების დაცვით, მას ანზავებენ ფიზიოლოგიური ხსნარით ან საინექციო წყლით. ამისათვის ვირუსვაქცინის 50 დოზის ასაცრელ დოზიან ვაქცინის ფკალონში შპრიცის საშუალებით შეყავთ 2,0 სმ3, ხოლო 100 ასაცრელ დოზიან ფლაკონში – 4 სმ3 ფიზიოლოგიური ხსნარი ან საინექციო წყალი და გულმოდგინედ ანჯღრევენ სრულ გახსნამდე.
გახსნის შემდეგ ვირუსვაქცინას აერთიანებენ 48 სმ3 (50 ასაცრელი დოზის მისაღებად), 96 სმ3 (100 ასაცრელი დოზის მისაღებად) სტერილურ ფიზიოლოგიურ ხსნართან ან საინექციო წყალთან და გულდასმით შეანჯღრევენ სრულ გახსნამდე.
მსხვილფეხა რქოსანი საქონლის კვანძოვანი (ნოდულარული) დერმატიტის გეგმიური აცრის დროს აცრას უკეთებენ ცხოველებს 3 თვის ასაკიდან, შეიძლება არავაქცინირებული ძროხებიდან მიღებული ხბოების აცრა 7 დღის ასაკიდან, ცხოველების რევაქცინაციას ატარებენ ყოველ 12 თვეში.
არაკეთილსაიმედო პუნქტში და საშიში ზონის მეურნეობებში აცრიან ყველა ასაკობრივი ჯგუფის ცხოველებს, რომელთაც არ გააჩნიათ კვანძოვანი (ნოდულარული) დერმატიტით დაავადების ნიშნები, მიუხედავად წინა ვაქცინაციის თარიღისა. ამასთან, ახალგაზრდა ცხოველებს 6 თვის ასაკამდე აცრიან ორჯერადად 14 დღე-ღამის ინტერვალით. ახალგაზრდა ცხოველებს უკეთებენ რევაქცინაციას 6 თვის შემდეგ, ზრდასრულ ცხოველებს რევაქცინაციას უტარებენ 12 თვის შემდეგ.
მსხვილფეხა რქოსან საქონელში ვაქცინა შეყავთ კანქვეშ კისრის შუა მესამედის უბანში, ასეპტიკის წესების დაცვით, დოზით 1,0 სმ3 .
მშრალი ვირუსვაქცინის გამოყენების წინ, ასეპტიკის წესების დაცვით, ანზავებენ სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარით ან საინექციო წყლით. რისთვისაც ფლაკონში, რომელიც შეიცავს კრს-ს ვირუსვაქცინის 5 ასაცრელ დოზას, შპრიცის საშუალებით შეყავთ 5 სმ3, ხოლო მრს-ის 10 ასაცრელი დოზის შემცველ ფლაკონში – 10 სმ3 სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარი ან საინექციო ხსნარი და გულდასმით შეანჯღრევენ სრულ გახსნამდე.
გვერდითი მოვლენები: ვაქცინის გამოყენებისას წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად გვერდითი მოვლენები და გართულებები, როგორც წესი, არ ვლინდება. ცალკეულ შემთხვევებში, ზოგ ცხოველებში შესაძლებელია სხეულის ტემპერატურის ხანმოკლე მომატება 0,5 გრადუსით ვაქცინაციის შემდეგ 1-4 დღე-ღამის განმავლობაში, ასევე ვაქცინის შეყვანის ადგილას უმნიშვნელო შეშუპება, რომელიც ქრება 3-14 დღე-ღამის შემდეგ.
აკრძალულია ვაქცინის გამოყენება სხვა იმუნობიოლოგიურ პრეპარატებთან, ანტიჰელმინთურ პრეპარატებთან ერთად და დამუშავება ინსექტოაკარეციდებით 5 დღე-ღამის განმავლობაში იმუნიზაციამდე და მის შემდეგ.
ლოდინის პერიოდი: რძე, ხორცი და სუბპროდუქტები, რომლებიც მიღებულ იქნება აცრილი ცხოველებიდან, გამოიყენება შეზღუდვის გარეშე.
შენახვის ვადა: 24 თვე .
ვაქცინა უნდა იქნას გამოყენებული 2 საათის განმავლობაში ფლაკონის პირველი გახსნის შემდეგ.
შენახვის პირობები: 2- 80C ტემპერატურაზე.
დასაშვებია ვირუსვაქცინის ტრანსპორტირება მწარმოებელი ორგანიზაციის შეფუთვაში 150C ტემპერატურაზე არა უმეტეს 5 დღე-ღამის განმავლობაში.
დაფასოება: ვაქცინა დაფასოებულია 2 სმ3 (50 ცხვრების ასაცრელი დოზა ან 5 მრს დოზა), 4 სმ 3 (100 ცხვრების ასაცრელი დოზა ან 10 ასაცრელი დოზა მრს) სტერილურ შუშის ფლაკონებში 10 სმ3 ტევადობის ფლაკონებში).
