დეტალური აღწერა

შემადგენლობა – აქტიური ნივთიერება:

ცოცხალი შესუსტებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჰერპესვირუსის 1 ტიპი (BHV-1), შტამი Bio-27; IBR gE – ნეგატიური

105.7- 107.5 TCID 50

TCID 50 – ქსოვილის კულტურის ინფექციური დოზა – 50%

ჩვენება

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის აქტიური იმუნიზაციისთვის BHV-1 მიერ (IBR – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ინფექციური რინოტრაქეიტი) გამოწვეული ვირუსული ინფექციის კლინიკური სიმპტომების სიმწვავის და ხანგრძლივობის შესამცირებლად.

იმუნიტეტის გამომუშავება:

იმუნიტეტის გამომუშავება გამოვლინდა ინტრანაზალური ვაქცინაციიდან 7 დღის შემდეგ და კუნთშიდა ვაქცინაციიდან 14 დღის შემდეგ იმ ცხოველებში, რომლებსაც დედისგან არ ჰქონდათ მიღებული ანტისხეულები.

იმუნიტეტის ხანგრძლივობა:

6 თვე პირველადი ვაქცინაციიდან.

სამიზნე სახეობები

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.

დოზირება და მეთოდი

2 მლ აღდგენილი ვაქცინა თითოეული ცხოველისთვის.

მიღების მეთოდი:

–          ინტრანაზალური: 2 კვირიდან 3 თვემდე ასაკში;

–          კუნთშდა: 3 თვის ასაკიდან;

აღდგენილი ვაქცინის ერთი დოზის (2 მლ) მიღება ინტრანაზალურად ხბოებში 14 დღის ასაკიდან ინტრანაზალური აპლიკატორის გამოყენებით. რეკომენდებულია ახალი აპლიკატორის გამოყენება თითოეულ ცხოველში, რათა მოხდეს ინფექციის გადაცემის პრევენცია.

ვაქცინაციის ცხრილი:

პირველადი ვაქცინაცია:

ხბოები 2 კვირის ასაკიდან, რომელთაც დედისგან არა აქვთ მიღებული ანტისხეულები 3 თვის ასაკამდე

პირველი მიღება (ინტრანაზალური) 2 კვირის ასაკიდან, მეორე მიღება (კუნთშიდა) 3 თვის ასაკიდან.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი 3 თვის ასაკიდან

ერთი დოზის ერთი კუნთშიდა მიღება თითოეული ცხოველისთვის 3 თვის ასაკიდან;

რევაქცინაცია:

რევაქცინაცია ყოველთვის ხდება კუნთშიდა მეთოდით ერთი დოზით პირველადი ვაქცინაციის დასრულებიდან ყოველ 6 თვეში.

ვაქცინაციისას საჭიროა სტერილური მოწყობილობის გამოყენება ყოველგვარი სადეზინფექციო საშუალებების გარეშე, რადგან ისინი ამცირებენ ვაქცინაციის ეფექტურობას.

გვერდითი მოვლენები-უსაფრთხოების კვლევების პერიოდში არ გამოვლენილა გვერდითი რეაქციები.

ლოდინის პერიოდი: 0 დღე.

შენახვის ვადა:  2 წელი.

პირველი გახსნიდან ვარგისიანობის ვადა შეადგენს 8 საათს.

შენახვის პირობები: შეინახეთ და გადაიტანეთ სამაცივრე მდგომარეობაში (2-8 ◦C).

შეფუთვის ფორმა:  5 x 5 დოზა (5 x 5 დოზა ლიოფილიზებული ვაქცინა + 5 x 10 მლ გამხსნელი)