ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

შემადგენლობა: საინექციო ხსნარი:შრატი დამზადებულია ღორის ანმსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კლინიკურად ჯანმრთელი პროდუცენტების სისხლიდან, რომელიც ჰიპერიმუნიზირებულია ღორის წითელი ქარის გამომწვევის Erysipelothrix rhusiopathiae სამი შტამის № 1329, № 1689, № 1933 კულტურების ინაქტივირებული ანტიგენებით.

ჩვენება:გამოიყენება ღორის წითელი ქარის სამკურნალოდ და პროფილაქტიკიის მიზნით.

ბიოლოგიური თვისებები: შრატის შეყვანიდან 24 საათში ფორმირდება პასიური იმუნიტეტი, რომელიც გრძელდება 14 დღე.

შრატის მიღების წესი და დოზირება:

  • შრატი შეყვანის წინ თბება წყლის აბაზანაში (37–380C­ზე).იმუნიზაციის პროცესში პერიოდულად ანჯღრევენ.
  • შპრიცებს და ნემსებს დუღილით ასტერილებენ. თითოეული ცხოველის იმუნიზაციისთვის ცალკე სტერილურ ნემსს იყენებენ. შრატის შეყვანის ადგილს დეზინფექციას უკეთებენ ეთილის სპირტის 70%-იანი ხსნარით.
  • შრატი პროფილაქტიკის მიზნით შეჰყავთ ერთჯერადად კუნთში ან კანქვეშ.(ყურის უკან ან ბარძაყის შიდა მხარეს).
  • შრატი შეჰყავთ ეტიკეტზე აღნიშნულ დოზებში.
  • სამკურნალო მიზნით შრატი შეჰყავთ ორმაგი დოზით კუნთებში.
  • სამკურნალო მიზნით შრატი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანტიბიოტიკებთან ერთად.
  • შრატის განმეორებით შეყვანა შეიძლება 8–12 საათის შემდეგ.

უკუჩვენებები: არ არის დადგენილი.

გვერდითი მოვლენები: არ აღინიშნება.

ლოდინის პერიოდი: ხორცი გამოიყენება შეზღუდვების გარეშე

შენახვის პირობები: შრატს ინახავენ სინათლისგან დაცულ ადგილას 2°C-დან 15°C-მდე ტემპერატურის პირობებში

შენახვის ვადა: 2 წელი.

ფლაკონის პირველი გახსნის შემდეგ შრატი აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული 12 საათის განმავლობაში.

შეფუთვის ფორმა: 100 მლ შუშის ფლაკონი.