ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
დანიშნულება
ტოქსოპლაზმის IgG/IgM ანტისხეულის სწრაფი ტესტი (Toxoplasma IgG/IgM Antibody Rapid Test (TOXO Ab) არის ტესტ-კასეტა ანტი-ტოქსოპლაზმის IgG და IgM გამოსავლენად ცხოველის სისხლის ნიმუშში.
ანალიზის დრო: 5-10 წუთი
ნიმუში: შრატი, პლაზმა
მოქმედების პრინციპი
ტოქსოპლაზმის IgG/IgM ანტისხეულის სწრაფი ტესტი ეფუძნება ლატერალური ნაკადის იმუნოქრომატოგრაფიულ სენდვიჩ-ანალიზს.
რეაგენტები და მასალები
- ტესტის მოწყობილობა
- ერთჯერადი კაპილარული პიპეტები
- ანალიზის ბუფერი
- ტესტის სახელმძღვანელო
შენახვა და მდგრადობა
კომპლექტის შენახვა შესაძლებელია ოთახის ტემპერატურაზე (4-30°C). ტესტის კომპლექტი მდგრადია ვადის გასვლის თარიღის ჩათვლით (24 თვე), რომელიც მითითებულია შეფუთვის ეტიკეტზე. ნუ გაყინავთ. ნუ შეინახავთ ტესტის კომპლექტს პირდაპირი მზის სხივების ქვეშ.
ნიმუშის მომზადება და შენახვა
- ნიმუში უნდა მიიღოთ და შეინახოთ როგორც ეს ქვემოთ არის მოცემული. შეაგროვეთ სისხლი ავადმყოფი ცხოველისგან, მოახდინეთ ცენტრიფუგირება შრატის მისაღებად ან მოათავსეთ სისხლი სინჯარაში, რომელიც შეიცავს ანტიკოაგულანტებს, რომ მიიღოთ პლაზმა.
- ყველა ნიმუშს დაუყოვნებლივ უნდა ჩაუტარდეს ტესტირება. თუ არ ხდება მაშინვე ტესტირება, ისინი უნდა შეინახოთ 2-8℃-ზე.
ტესტის პროცედურა
- ანალიზის დაწყებამდე ყველა მასალა ნიმუშისა და ტესტის მოწყობილობის ჩათვლით უნდა მივიდეს 15-25℃ ტემპერატურამდე.
- ამოიღეთ ტესტის მოწყობილობა ფოლგის ჩანთიდან და მოათავსეთ ჰიროზონტალურად.
- გამოიყენეთ კაპილარული პიპეტი რომ მოათავსოთ მომზადებული ნიმუშის 1 წვეთი ტესტის მოწყობილობის ნიმუშის ხვრელში “S”. შემდეგ დააწვეთეთ დაუყოვნებლივ ანალიზის ბუფერის 2 წვეთი (დაახლოებით 80მკლ) ნიმუშის ხვრელში.
- წაიკითხეთ შედეგი 5-10 წუთში. 10 წუთის შემდეგ შედეგები მიიჩნევა არავალიდურად.
შედეგების განმარტება
- IgG დადებითი (+): “C” ხაზის და “IgG” ხაზის არსებობა, რაც მიუთითებს რომ ცხოველი დაავადებულია ტოქსოპლაზმა გონდით.
- IgM დადებითი (+): “C” ხაზის და “IgM” ხაზის არსებობა, რაც მიუთითებს რომ ცხოველის შესაძლო დაავადებაზე ტოქსოპლაზმა გონდით.
- უარყოფითი (-): მხოლოდ მკაფიო C ხაზი მოჩანს.
- არავალიდური: ფერადი ხაზი არ მოჩანს C ზონაში. არ აქვს მნიშვნელობა მოჩანს თუ არა IgG ან IgM ხაზი.
უსაფრთხოების ზომები
- ანალიზის დაწყებამდე ყველა რეაგენტი უნდა მივიდეს ოთახის ტემპერატურამდე.
- ნუ ამოიღებთ ტესტის კასეტას ჩანთიდან თუ არ იყენებთ მას მაშინვე.
- ნუ გამოიყენებთ ტესტს მისი ვადის გასვლის შემდეგ.
- აღნიშნული კომპლექტის კომპონენტები შემოწმებულია ხარისხის კონტროლზე როგორც სტანდარტული სერიის ნაწილი. ნუ შეურევთ სხვადასხვა პარტიის ნომრების მქონე კომპონენტებს
- ყველა ნიმუში პოტენციური ინეფქციის წყაროა. მათთან ურთიერთობა და მართვა უნდა მოხდეს ქვეყნის წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით.
შეზღუდვა
ტოქსოპლაზმის IgG/IgM ანტისხეულის სწრაფი ტესტი არის მხოლოდ ინ ვიტრო ვეტერინალური დიაგნოსტირებისთვის. ყველა შედეგი უნდა იქნას გათვალისწინებული ვეტერინარისთვის ხელმისაწვდომ სხვა კლინიკურ ინფორმაციასთან ერთად. როდესაც დადებითი შედეგი მიიღება,რეკომენდირებულია შემდგომი კონფირმაციული მეთოდის გამოყენება.


