დეტალური აღწერა

პენიკანი P

ინტრამამარული მალამო

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერების დასახელება და სხვა ინგრედიენტები:

ბენზილპენიცილინ პროკაინი (მონოჰიდრატის სახით), ლეციტინით შემოგარსული 300 მგ (300 000 სე) – კანამიცინის მჟავას სულფატი 100 000 სეპრედნიზოლონი 20 მგდამხმარე ნივთიერებები 10 მდე (1  შპრიცინექტორი).

ჩვენება: მწვავე მასტიტის მკურნალობა მეძუძურ ძროხებში, ცხვრებში და თხებში.

სამიზნე სახეობები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვრები, თხები.

გამოყნების  წესი და დოზირება:

დამუშავებამდე კარგად გამოწველეთ ცური. დვრილები უნდა გაიწმინდოს და ჩაუტარდეს დეზინფექცია. შემდეგ მოათავსეთ კანულა დვრილის არხში და შეიყვანეთ მალამო. საჭიროა შიგთავსის მასირება ზემოთ მიმართული მოძრაობებით. საჭიროების შემთხვევაში, დამუშავება გაიმეორეთ 12-24 საათიანი ინტერვალით 2-3 დღე.

გამოიყენეთ ერთი შპრიც-ინექტორი ძროხის ცურის ერთ დაინფიცირებულ მეოთხედში.

ცხვრებსა და თხებში გამოიყენეთ 1/2 შპრიც-ინექტორი ერთ დაინფიცირებულ სარძევე ჯირკვალზე.

გვერდითი რეაქციები: პენიცილინების ან ამინოგლიკოზიდების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე ცხოველებში ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები.

გვერდითი რეაქციების სიხშირე განისაზღვრება შემდეგი კატეგორიების შესაბამისად:

  • ძალიან ხშირი (10-დან 1-ზე მეტ ცხოველში, რომელსაც მკურნალობის ერთი კურსის პერიოდში გამოუვლინდა გვერდითი რეაქციები)
  • ხშირი (100 ცხოველიდან 1-ზე მეტ, მაგრამ 10-ზე ნაკლებ ცხოველში)
  • არახშირი (1000 ცხოველიდან 1-ზე მეტ, მაგრამ 10-ზე ნაკლებ ცხოველში)
  • იშვიათი (10000 ცხოველიდან 1-ზე მეტ, მაგრამ 10-ზე ნაკლებ ცხოველში)
  • ძალიან იშვიათი (10000 ცხოველიდან 1-ზე ნაკლებს, ერთეული შემთხვევების ჩათვლით)

თუ შენიშნავთ ნებისმიერ მძიმე გვერდით მოქმედებას ან ნებისმიერ სხვა გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ შეფუთვის ჩანართში, აცნობეთ თქვენს ვეტერინარს.

უკუჩვენებები: პრეპარატი არ გამოიყენება ცხოველებში ცნობილი ჰიპერმგრძნობელობით პენიცილინების ან ამინოგლიკოზიდების მიმართ.

მაკეობა და ლაქტაცია:

უკუნაჩვენები არ არის.

ლოდინის პერიოდი:

დამუშავებული ცხოველების რძე გამოიყენება ადამიანის მიერ მხოლოდ ბოლო დამუშავებიდან 3 დღის (6 მოწველის) შემდეგ.

დამუშავებული ცხოველი შეიძლება დაიკლას დამუშავებიდან მხოლოდ 4 დღის შემდეგ.

შენახვის  პირობები:

შეინახეთ 25˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

 შენახვის ვადა: 3 წელი.

შეფუთვა: კოლოფი 20 10გ-იანი შპრიც-ინექტორით.