ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
შემადგენლობა: 1 გრ შეიცავს:
ოქსიტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი -60 მგ
ვიტამინი B12 – 5 მგ
ვიტამინი B2- 2 მგ
ვიტამინი A- 7500 სე
კალციუმი დ-პანტოთენატი -5 მგ
ვიტამინი D3 -1750 სე
ნიკოტინის მჟავა -15 მგ
ვიტამინი E – 2,5 მგ
ლიზინი – 5 მგ
ვიტამინი K3 – 2,5 მგ
დლ-მეთიონინი -5 მგ
ვიტამინი C -10 მგ
რკინის სულფატი -15 მგ
ვიტამინი B1 – 2 მგ
მანგანუმის სულფატი -15 მგ
ვიტამინი B6 – 2მგ და სხვა
ზინკ-სულფატი-15მგ
სამიზნე ცხოველები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხენი, ღორი და შინაური ფრინველების (ქათამი, ინდაური, იხვი, ბატი)
ჩვენება:
- ინფექციური ბრონქიტი
- ინფექციური ლარინგოტრაქეიტი
- ართრიტები
- ფრინველის გამონაყარი
- მეორადი ინფექციები
- შენელებული და დარღვეული ზრდა
- დაქვეითებული ფერტილობა
- ვიტამინების დეფიციტი
ფარმაკოლოგიური თვისებები: ფართო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკი ოქსიტეტრაციკლინი მოქმედებს დაავადების აღმძვრელ გრამდადებით და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე. ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები ამაღლებს ორგანიზმის რეზისტენტობას, ხელს უწყობს ზრდა-განვითარებასა და ამცირებს ვიტამინების დეფიციტს.
მიღების წესი და დოზირება:
გამოიყენება პერორალურად საკვებთან ან სასმელ წყლთან ერთად.
- შინაური ფრინველი: პროფილაქტიკა – 100 გ პრეპარატი გახსნილი 200 ლიტრ სასმელ წყალში, 5–7 დღის განმავლობაში. მკურნალობა – 100 გ პრეპარატი გახსნილი 100 ლიტრ სასმელ წყალში, 5–7 დღის განმავლობაში.
- ხბო, ცხვარი – 5–10 გ ერთ ცხოველზე, 2–3 დღის განმავლობაში.
- ცხენი -10–20 გ ერთ ცხოველზე, 2–3 დღის განმავლობაში.
- გოჭი 20 კგ-მდე – 1–2,5 გ ერთ ცხოველზე, 3–5 დღის განმავლობაში.
- ღორები 20 კგ-ის ზევით – 2,5–7,5 გ ერთ ცხოველზე, 3–5 დღის განმავლობაში.
- საჭმელთან შერეული პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ.ხოლო სასმელ წყალში გახსნილის გამოყენება 24 საათის მანძილზე.
ლოდინის პერიოდი: ხორცი – 7 დღე, კვერცხი – 5 დღე.
უკუჩვენებები: არ აღინიშნება.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ და იზოლირებულ ადგილას. 2–250 C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 2 წელი.
გამოშვების ფორმა: 100 გრ საშეტი (120 საშეტი კოლოფში).

