Pharmacological groups:
Species:
Manufacturer:
Form of the drug:
Detailed description
პენიკანი P
ინტრამამარული მალამო
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერების დასახელება და სხვა ინგრედიენტები:
ბენზილპენიცილინ პროკაინი (მონოჰიდრატის სახით), ლეციტინით შემოგარსული 300 მგ (300 000 სე) – კანამიცინის მჟავას სულფატი 100 000 სე – პრედნიზოლონი 20 მგ – დამხმარე ნივთიერებები 10 გ–მდე (1 შპრიც–ინექტორი).
ჩვენება: მწვავე მასტიტის მკურნალობა მეძუძურ ძროხებში, ცხვრებში და თხებში.
სამიზნე სახეობები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვრები, თხები.
გამოყნების წესი და დოზირება:
დამუშავებამდე კარგად გამოწველეთ ცური. დვრილები უნდა გაიწმინდოს და ჩაუტარდეს დეზინფექცია. შემდეგ მოათავსეთ კანულა დვრილის არხში და შეიყვანეთ მალამო. საჭიროა შიგთავსის მასირება ზემოთ მიმართული მოძრაობებით. საჭიროების შემთხვევაში, დამუშავება გაიმეორეთ 12-24 საათიანი ინტერვალით 2-3 დღე.
გამოიყენეთ ერთი შპრიც-ინექტორი ძროხის ცურის ერთ დაინფიცირებულ მეოთხედში.
ცხვრებსა და თხებში გამოიყენეთ 1/2 შპრიც-ინექტორი ერთ დაინფიცირებულ სარძევე ჯირკვალზე.
გვერდითი რეაქციები: პენიცილინების ან ამინოგლიკოზიდების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე ცხოველებში ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები.
გვერდითი რეაქციების სიხშირე განისაზღვრება შემდეგი კატეგორიების შესაბამისად:
- ძალიან ხშირი (10-დან 1-ზე მეტ ცხოველში, რომელსაც მკურნალობის ერთი კურსის პერიოდში გამოუვლინდა გვერდითი რეაქციები)
- ხშირი (100 ცხოველიდან 1-ზე მეტ, მაგრამ 10-ზე ნაკლებ ცხოველში)
- არახშირი (1000 ცხოველიდან 1-ზე მეტ, მაგრამ 10-ზე ნაკლებ ცხოველში)
- იშვიათი (10000 ცხოველიდან 1-ზე მეტ, მაგრამ 10-ზე ნაკლებ ცხოველში)
- ძალიან იშვიათი (10000 ცხოველიდან 1-ზე ნაკლებს, ერთეული შემთხვევების ჩათვლით)
თუ შენიშნავთ ნებისმიერ მძიმე გვერდით მოქმედებას ან ნებისმიერ სხვა გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ შეფუთვის ჩანართში, აცნობეთ თქვენს ვეტერინარს.
უკუჩვენებები: პრეპარატი არ გამოიყენება ცხოველებში ცნობილი ჰიპერმგრძნობელობით პენიცილინების ან ამინოგლიკოზიდების მიმართ.
მაკეობა და ლაქტაცია:
უკუნაჩვენები არ არის.
ლოდინის პერიოდი:
დამუშავებული ცხოველების რძე გამოიყენება ადამიანის მიერ მხოლოდ ბოლო დამუშავებიდან 3 დღის (6 მოწველის) შემდეგ.
დამუშავებული ცხოველი შეიძლება დაიკლას დამუშავებიდან მხოლოდ 4 დღის შემდეგ.
შენახვის პირობები:
შეინახეთ 25˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
შენახვის ვადა: 3 წელი.
შეფუთვა: კოლოფი 20 10გ-იანი შპრიც-ინექტორით.





