ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
შემადგენლობა: საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ლიოფილიზატი.
პრეპარატის ერთი სამკურნალო დოზა, რომელიც მოთავსებულია ერთ ფლაკონში, შეიცავს მოქმედი ნივთიერების სახით ინტერფერონს ალფა 2b-ს არანაკლებ 1×10 5 სე* რაოდენობით და დამხმარე ნივთიერებებს: ნატრიუმის ფოსფატს, კალიუმის ფოსფატს, ლაქტოზას, მანიტსა და
რეოპოლიგლუკინს.
ჩვენება:
- გამოიყენება: მტაცებელი ცხოველების ჭირის;
- ძაღლების ენტერიტის და ინფექციური ჰეპატიტის პროფილაქტიკური და სამკურნალო მიზნით.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
- კინორონი განეკუთვნება იმუნომოდულატორების ფარმაკოლოგიურ ჯგუფს.
- პრეპარატს აქვს ანტივირუსული და იმუნომამოდულირებელი მოქმედება. თრგუნავს დნმ-ის და რნმ-ის შემცველი ვირუსების გამრავლებას, ასტიმულირებს ლიმფოციტების და მაკროფაგების აქტივობას. ზეგავლენას ახდენს სპეციფიკური ანტისხეულების წარმოქმნაზე.
მიღების წესი და დოზირება:
- კინორონი შეჰყავთ კუნთში ან კანქვეშ.
- გამოყენების წინ ფლაკონის შიგთავსს ხსნიან 2 მლ სტერილურ დისტილირებულ წყალში,
საინექციო წყალში ან ფიზიოლოგიურ ხსნარში და ურევენ სრულ გახსნამდე. აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებია ხსნარის შენახვა მაცივარში, 24 საათის განმავლობაში. დასნებოვნების საფრთხის შემთხვევაში პროფილაქტიკური მიზნით შეჰყავთ:
– 10 კგ-მდე მასის ცხოველებში – პრეპარატის 2-დან 4 მლ-მდე (1-2 დოზა);– 10 კგ-ზე მეტი მასის ცხოველებში – პრეპარატის 4-დან 6 მლ-მდე (2-3 დოზა).
პრეპარატს იყენებენ დღეგამოშვებით დასნებოვნების საფრთხის გაქრობამდე..
- სამკურნალო მიზნით პრეპარატს იყენებენ დაავადების პირველი კლინიკური ნიშნების
გამოვლენისთანავე იმავე დოზებში, დღეში ორჯერ მკურნალობის პირველი სამი დღის
განმავლობაში და დღეში ერთხელ, დღეგამოშვებით, 7-10 დღის განმავლობაში. - პრეპარატი არ არის განკუთვნული პროდუქტიულ ცხოველებში გამოსაყენებლად.
გვერდითი მოვლენები: გამოვლენილი არ არის.
უკუჩვენებები: მისი გამოყენება შეიძლება მაკე, მეძუძურ და ახალგაზრდა ცხოველებში. დასაშვებია მისი ერთობლივი გამოყენება ნებისმიერ ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან და ანტიბიოტიკებთან ერთად.
გაფრთხილებები: კინორონთან მუშაობის დროს დაცული უნდა იქნას პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების საერთო წესები.
შენახვის პირობები: მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, ადამიანისა და ცხოველის საკვები პროდუქტებისგან განცალკევებით.
2°C-დან 10°C-მდე ტემპერატურის პირობებში.
შენახვის ვადა: 3 წელი.
ფლაკონის პირველი გახსნის შემდეგ პრეპარატის შენახვა არ შეიძლება.
შეფუთვის ფორმა: კინორონი დაფასოებულია 8 მლ ტევადობის შუშის ფლაკონში.

