ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მწარმოებელი:

დეტალური აღწერა

შემადგენლობა: ვაქცინის შემადგენლობაში შედის 5 ვირუსის და ძაღლების ლეპტოსპიროზის განსაკუთრებით გავრცელებული სეროტიპების ანტიგენები.

ჩვენება:

  • გამოიყენება ძაღლის დაავადებების
  • ჭირის
  • ინფექციური ჰეპატიტის
  • ინფექციური ლარინგოტრაქეიტის
  • პარვოვირუსის
  • პარაგრიპის
  • ლეპტოსპიროზის საწინააღმდეგო აქტიური იმუნიზაციის მიზნით.

ბიოლოგიური თვისებები:

  • იმუნიტეტის ჩამოყალიბება იწყება პირველი ვაქცინაციიდან 14 დღის შემდეგ.
  • მყარი იმუნიტეტი ყალიბდება რევაქცინაციიდან 14 დღის შემდეგ.
  • იმუნიტეტის შენარჩუნების მიზნით ცხოველს უნდა ჩაუტარდეს ყოველწლიური რევაქცინაცია.

მიღების წესი და დოზირება:

  • ვაქცინაციის სქემა უნდა განსაზღვროს ვეტერინარმა ექიმმა ეპიზოოტიური სიტუაციის მიხედვით.
  • ვაქცინაცია უტარდებათ ძაღლებს (ლეკვებს) 8 კვირის ასაკიდან დაწყებული.
  • ვაქცინაციას ექვემდებარებიან მხოლოდ ჯანმრთელი და კარგად ნაკვები ცხოველები.
  • ვაქცინაციამდე 10 დღით ადრე უნდა ჩატარდეს ანტიპარაზიტული დამუშავება.
  • ვაქცინა შეჰყავთ კანქვეშ ბეჭის არეში.
  • ვაქცინაციის წინ ვაქცინის ლიოფილიზებული კომპონენტი იხსნება თხევად კომპონენტში. ვაქცინა გამოიყენება გახნისთანავე.
  • დოზა 1 მლ ცხოველის ასაკის, წონის და ჯიშის მიუხედავად.
  • ერთხელ აცრილ ცხოველებს უნდა ჩაუტარდეთ რევაქცინაცია 14–21 დღის განმავლობაში.
  • ბიოკან DHPPi+L გამოიყენება როგორც ცალკე, ასევე ბიოკანის სხვა ვაქცინებთან ერთად ვაქცინაციის რეკომენდებული სქემის შესაბამისად.

გვერდითი მოვლენები: დადგენილი არ არის.

უკუჩვენებები: ზოგადი ჰიპერთერმიული დაავადებები.

შენახვის პირობები: ინახება მაცივარში, 2–80C­ზე (დაუშვებელია გაყინვა).

შენახვის ვადა: 24 თვე.

შეფუთვის ფორმა: პლასტიკის კოლოფი 20 ფლაკონით:10×1 მლ DHPPi+L­ს ლიოფილიზ.კომპონენტი + 10×1მლ კომპონენტი L.