დეტალური აღწერა

შემადგენლობა: 1 მლ შეიცავს:

ივერმექტინი– 10,0 მგ

კლორსულონო – 100 მგ.

სამიზნე ცხოველები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხა და აქლემი

ჩვენება:

  • კუჭ­­­ნაწლავის მრგვალი ჭიები: Cooperia spp., Haemonchus placei, Oesophangostomum radiatus, Ostertagia spp., Stronchyloides papillosus და Trichostrongylus spp., Bunostimum phlebotomum, Nematodirus helverianus, Nematodirus spathiger და Trichuris spp.
  • ფილტვის ნემატოდები: Dictyocaulus viviparous.
  • სისხლის მწოვი მწერები: Linognathus vituli, Haematopinus eurysternus და Solenopotes capillatus.
  • ტკიპები: Hypoderma bovis, H. Lineatum, Dermatobia hominis.
  • ღვიძლის ნემატოდები: Fasciola hepatica.
  • თვალის ჭიები: Thelazia spp.

ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატი ეფექტურია შიდა და გარე პარაზიტებით გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით.

გამოყენების წესი და დოზები:

  • პრეპარატის ორგანიზმში შეყვანა მხოლოდ კანქვეშ.
  • 1 მლ/50 კგ სხეულის ცოცხალ წონაზე.
  • დაუშვებელია ერთ საინექციო ადგილზე 10 მლ­ზე მეტი პრეპარატის შეყვანა.
  • განმეორებითი მკურნალობა დასაშვებია მხოლოდ ვეტერინართან კონსულტაციის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

რბილი ქსოვილების შეშუპება ინექციის ადგილას;

გარდამავალი ზოგადი დისკომფორტი.

უკუჩვენებები: არ შეიყვანება პრეპარატი კუნთში ან ვენაში;

პრეპარატი არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში და რეკომენდებულის გარდა სხვა ცხოველებში.

ლოდინის პერიოდი: ხორცი  66 დღე.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ და ბნელ ადგილას, 150C­დან 250C ტემპერატურამდე;

შენახვის ვადა: პრეპარატი ვარგისია 2 წელი.

შეფუთვის ფორმა: 50მლ პლასტმასის ფლაკონი.