ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

შემადგენლობა: 1 აპლიკატორი (1 მლ) შეიცავს: პერმეტრინს – 650 მგ.

სამიზნე ცხოველი:ძაღლი

ჩვენება: 

ძაღლის ექტოპარაზიტების:

 რწყილების

 ტკიპების  სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით.

ბიოლოგიური თვისებები: პრეპარატის სწორად გამოყენების შემთხვევაში ცხოველი სწრაფად თავისუფლდება რწყილებისა და ტკიპებისაგან.

მიღების წესი და დოზირება:

 პრეპარატი მხოლოდ გარეგანი გამოყენებისაა.

 ხმარების წინ გადასწიეთ ბეწვი და პრეპარატი დააწვეთეთ უშუალოდ კანზე და არ ჩაზილოთ.

 მკურნალობას აუცილებლად იმეორებენ, თუ ცხოველი დასველდა ან აბანავეს შამპუნით.

 მკურნალობებს შორის ინტერვალი მინიმუმ 7 დღეა.

დოზები:

• 15 კგ­მდე მასით პატარა ძაღლებს – ერთი აპლიკატორის შიგთავსი (1 მლ) ეწვეთება ცხოველს კანზე ბეჭებს შორის

• 15–30 კგ მასით საშუალო ძაღლებს – ორი აპლიკატორი (2×1 მლ) ეწვეთება ცხოველს კანზე ბეჭებს შორის

• 30 კგ­ზე ზევით, დიდ ძაღლებს – 3 აპლიკატორი (3×1 მლ) ეწვეთება ცხოველს კანზე ბეჭებს შორის

გვერდითი მოვლენები: დადგენილი არ არის.

უკუჩვენებები: არ აღინიშნება.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ და იზოლირებულ ადგილას, 5–250C­ზე.

შენახვის ვადა: 24 თვე.

შეფუთვის ფორმა: 50×1მლ