ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
შემადგენლობა: ქვანახშირის ზეთი; კანიფოლი; ნატრიუმიხტიოლი; ნეონოლი; წყალი.
სამიზნე ცხოველები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორი, ცხვარი და თხა
ჩვენება:
ფსოროპტოზი
გარეგანი ინფექციური და პარაზიტული დაავადებები.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კრეოლინს გააჩნია აკარიციდული მოქმედება ცხვრების (თხების) ფსოროპტოზის გამომწვევის მიმართ. ხასიათდება ხანგრძლივი ნარჩენი მოქმედებით კანის და ბალნის საფარზე.
გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების და კანდიდას ტიპის სოკოების მიმართ.
გამოყენების წესი:
კრეოლინით ცხოველთა დამუშავება ხდება შესხურებით ან სპეციალურ აბაზანებში გაბანების გზით.
დამუშავების წინ ცხოველებს ასვენებენ, საკვების მიცემა წყდება დამუშავებამდე 4–5 საათით ადრე.
კრეოლინის სამუშაო ემულსიის მომზადება ხდება გამოყენების წინ.
ცხვრებს და თხებს ფსოროპტოზის საწინააღმდეგოდ აბანებენ მშრალ ამინდში არა ნაკლებ 200C ტემპერატურაზე.
ცივ პერიოდში ცხოველების დაბანა (გაბანება) ხდება თბილ შენობაში.
ცხოველებს ამუშავებენ კრეოლინის 2%იანი ხსნარით. გასაბანებელი ხსნარის ტემპერატურა არ უნდა იყოს 200C -ზე ნაკლები.
აბაზანაში გაბანების შემთხვევაში ცხოველს ხსნარში ამყოფებენ 2 წუთის განმავლობაში, ერთხელ თავის ჩაყოფით საბანაო ხსნარში.
გასაბანებელი ხსნარის მოსამზადებლად აბაზანაში ჩასხმულ წყალს კარგად ურევენ და ამ პროცესში ამატებენ კრეოლინს (2 ლ – 100 ლ წყალზე, 20 ლ – 1000 ლ წყალზე).
აბაზანის შევსება უნდა მოხდეს ყოველი 200 სული ცხვრის გაბანების შემდეგ. დასამატებელი წყალი უნდა შეიცავდეს 2% კრეოლინს.
სამკურნალო მიზნით გაბანება ხდება 2ჯერ, 10 დღის ინტერვალით.
პროფილაქტიკის მიზნით გაბანებას ახდენენ ერთხელ.
აბაზანიდან გამოყვანის შემდეგ ცხოველებს ტოვებენ 15 წუთის განმავლობაში სპეციალურ მოედანზე, პრეპარატის ჩამოსაწრეტად, რის შემდეგაც გადაჰყავთ საძოვარზე.
კრეოლინით პროფილაქტიკურად ამუშავებენ:
მეცხოველეობის საწარმოო და დამხმარე შენობებს.
არსებულ ტექნოლოგიურ ხელსაწყოებს.
ფარდულებს, სასაწყობო ოთახებს, საკვების დამამზადებელ საამქროებს.
ცხოველთა აცრის და პარსვის ადგილებს.
ავტომობილებს.
რკინიგზის ვაგონებს.
სხვა სატრანსპორტო საშუალებებს.
ამ მიზნით იყენებენ კრეოლინის 3%იან ხსნარს, ხსნარის ხარჯვა 0,5 ლ/მ2, ექსპოზიცია 3 საათი.
ნაწლავური ინფექციების და სტაფილოკოკოზის დროს იყენებენ 3,5%იან ხსნარს.
გვერდითი მოვლენები: არ იწვევს გვერდით მოქმედებებს და გართულებებს; შეუთავსებლობა სხვა სამკურნალო საშუალებებთან დადგენილი არ არის.
უკუჩვენებები: დაუშვებელია მეწველი და მაკე ცხოველების, ლაქტაციის პერიოდში მდედრის დამუშავება; ბატკნების გაბანება აბაზანაში ხდება მოზრდილი ცხოველების გაბანების შემდეგ; აკრძალულია ინფექციური დაავადებების მქონე და დასუსტებული ცხოველების დამუშავება.
ლოდინის პერიოდი: ხორცი 24 საათი.
შენახვის პირობები: ინახება ბნელ და გრილ ადგილას, საკვები ნივთიერებებისაგან და ფურაჟისაგან, უცხო პირებისა და ცხოველებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 2 წელი.
შეფუთვის ფორმა: 0,1; 0,5 შუშის ან პოლიმერის ბოთლი 20კგ პოლიმერის ბალონი.

