ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

ვარროადეზი

შემადგენლობა: ვარროადეზის® 1 ფირფიტა მოქმედი ნივთიერებების სახით შეიცავს: ამიტრაზს – 6.85 მგ, ქინძის ეთერზეთს – 80 მგ, დამხმარე ნივთიერებებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები: ვარროადეზი® მიეკუთვნება აკარიციდული სამკურნალო საშუალებების ფარმაკოთერაპიულ ჯგუფს.

მოქმედი ნივთიერებები ამიტრაზი და ქინძის ეთერზეთი გამოხატულ აკარიციდულ და რეპელენტურ მოქმედებას ახდენს ვარროა დესტრუცტორ და აცარაპის ჭოოდი-ის ზრდასრული ფორმების წინააღმდეგ. ეთერზეთს, წარმოადგენს რა ნატურალურ ნივთიერებას, სპეციფიკური აკარიციდული ეფექტის გარდა ასევე, გააჩნია ბაქტერიციდული, ფუნგიციდური და ინსექტიციდური თვისებები და ეხმარება ფუტკრის ოჯახებს დამოუკიდებლად დაძლიონ სხვადასხვა დაავადებები.

ვარროადეზის® გამოყენება არ იწვევს ტკიპების რეზისტენტული პოპულაციების გამოვლენას.

ვარროადეზი® არ არის ტოქსიკური ფუტკრებისთვის, რეკომენდებული დოზებით არ ახდენს უარყოფით გავლენას ოჯახების ცხოველქმედობაზე და პროდუქტიულობაზე.

გამოყენების წესი და დოზირება:  პრეპარატ ვარროადეზს® იყენებენ მეთაფლია ფუტკრების ვაროატოზისა და აკარაპიდოზის  სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის საგაზაფხულო და საშემოდგომო პერიოდში ფუტკრის მინიმალური ნამატის დროს.

სავაჭრო თაფლში პრეპარატის კომპონენტების მოხვედრისგან თავიდან აცილების მიზნით, აკრძალულია პრეპარატის გამოყენება თაფლის მთავარი შეგროვების დაწყებამდე 14 დღის განმავლობაში.

ვარროადეზს® იყენებენ გაზაფხულის და შემოდგომის პერიოდებში. პრეპარატს ათავსებენ სკებში 10-12 ბუდე-ჩარჩოზე 2 ფირფიტის გაანგარიშებით. მცირე ოჯახებისთვის (6 ჩარჩომდე), ახალი ოჯახებისა და ნუკლეუსებისთვის საკმარისია 1 ფირფიტა, რომელსაც ათავსებენ ფუტკრის ბუდის ცენტრში. სუსტ ოჯახში ერთი ფირფიტა უნდა დაიკიდოს 3 და 4 ფიჭის ჩარჩოებს შორის, ძლიერ ოჯახში – ერთი ფირფიტა – 3 და 4 ფიჭის ჩარჩოებს შორის, მეორე ფირფიტა – 7 და 8 ფიჭის ჩარჩოებს შორის. ფირფიტებს ტოვებენ ოჯახებში 3-30 დღის განმავლობაში, გადაბეჭდილი ბარტყის  რაოდენობის მიხედვით.

უნდა მოერიდოთ პრეპარატის გამოყენების დოზებისა და კურსის დარღვევას, რადგან ეს  შეიძლება იწვევდეს მისი ეფექტიანობის დაქვეითებას. მორიგი დოზის გამოტოვების შემთხვევაში ის უნდა გამოიყენით რაც შეიძლება სწრაფად იგივე დოზირებით და სქემით.

გვერდითი მოვლენები: გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი რეაქციები და გართულებები, როგორც წესი, არ აღინიშნება.

ფუტკრებში პრეპარატის დოზის გადაჭარბების სიმპტომები დადგენილი არ არის.

უკუჩვენება: აკრძალულია პრეპარატის გამოყენება ფუტკრებისთვის თაფლის მთავარი შეგროვების პერიოდში, ვარროადეზი® არ უნდა გამოიყენოთ სხვა აკარიციდულ სამკურნალო საშუალებებთან ერთად.

ლოდინის პერიოდი: თაფლი:14 დღე.

შენახვის პირობები: პრეპარატს ინახავენ მწარმოებლის დახურულ შეფუთვაში, პირდაპირი მზის სხივებისგან დაცულ ადგილზე, ცალკე საკვები პროდუქტებისა და ცხოველების საკვებისგან, 0˚C-25˚C ტემპერატურის პირობებში.

პრეპარატი უნდა შეინახოთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

შეფუთვის გახსნის შემდეგ პრეპარატი შენახვას არ ექვემდებარება.

შეფუთვა: პრეპარატი ვარროადეზი® გამოდის 10 ფირფიტის დაფასოებით ჰერმეტულად შეკრულ მეტალიზებული ფირის პაკეტებში.