ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

იმუნოგლობულინი ძაღლის ვირუსული დაავადებების საწინააღმდეგოდ

ბიოლოგიური თვისებები:

  • პრეპარატი ძაღლებში უზრუნველყოფს პასიური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას შეყვანიდან 24 სთ განმავლობაში.
  • პასიური იმუნიტეტი გრძელდება ორი კვირის განმავლობაში.
  • პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა სამკურნალო საშუალებებთან (ანტიბიოტიკებთან) ერთად.

ჩვენება:

გამოიყენება ძაღლებში:

  • ჭირის
  • პარვოვირუსული ენტერიტების
  • კორონავირუსული ენტერიტების
  • ადენოვირუსული ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით.

გლობულინის მიღების წესი და დოზირება:

  • იმუნოგლობულინი შეჰყავთ კანქვეშ ან კუნთში:
  • ცხოველებში მასით 5 კგ­მდე – 2,0 მლ.
  • ცხოველებში მასით 5 კგ­ზე ზევით – 4,0 მლ.
  • სამკურნალო მიზნით აღნიშნული დოზები შეჰყავთ 1–3­ჯერ, 12–14 სთ ინტერვალით.

უკუჩვენებები: პრეპარატი უსაფრთხოა პროფილაქტიკურ და სამკურნალო დოზებში.

გვერდითი მოვლენები: დადგენილი არ არის.

შენახვის პირობები:  ინახება მშრალ, ბნელ და იზოლირებულ ადგილას 2–100C­­­­­ზე.

შენახვის ვადა: 2 წელი.

შეფუთვის ფორმა: 2,0 მლ (ერთი კომერციული დოზა) შუშის ფლაკონებში.