ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
შემადგენლობა: ლიოფილიზებული სავაქცინე შტამი და გამხსნელი ნატრიუმის ქლორიდის 0,8%იანი ხსნარი.
ჩვენება:
გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტრიქოფიტიის (მკრეჭავი მუნის) პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით.
ბიოლოგიური თვისებები:
- იმუნიტეტი გამომუშავდება რევაქცინაციიდან 1 თვის განმავლობაში და გრძელდება 5 წელი.
- სამკურნალო ეფექტი ვლინდება ერთი კვირის განმავლობაში.
მიღების წესი და დოზირება:
- ვაქცინა გამოყენების წინ იხსნება თანდართულ გამხსნელში.
- ვაქცინა შეჰყავთ კუნთში.
- ვაქცინის პირველი შეყვანა ხდება მარცხენა მხარეს, მეორე შეყვანა (რევაქცინაცია) კი – მარჯვენა მხარეს.
- ინტერვალი ვაქცინაციასა და რევაქცინაციას შორის შეადგენს 5–14 დღეს.
დოზები:
- ხბო 3 თვემდე, ვაქცინაცია – 2 მლ, რევაქცინაცია – 2 მლ.
- ხბო 3 თვეზე უხნესი, ვაქცინაცია – 2 მლ, რევაქცინაცია – 4 მლ.
უკუჩვენებები: დადგენილი არ არის.
გვერდითი მოვლენები: არ აღინიშნება.
ლოდინის პერიოდი: ხორცი -14 დღე.
შენახვის პირობები: ინახება მაცივარში 2–80Cზე (დაუშვებელია გაყინვა).
შენახვის ვადა: 12 თვე.
შეფუთვის ფორმა : კოლოფში მოთავსებულია 5 ფლაკონი ლიოფილიზატით და 5 ფლაკონი 10 მლ გამხსნელით.

