ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
შემადგენლობა: ვაქცინა დამზადებულია ქათმის СПФ-ემბრიონების ექსტრაემბრიონული სითხისაგან, ინფიცირებული ნიუკასლის დაავადების ვირუსით (შტამი „ლასოტა“), ინაქტივირებული ფორმალდეჰიდით, ზეთოვანი ადიუვანტის დამატებით შეფარდებით 30:70.
ჩვენება:
გამოიყენება ფრინველის ნიუკასლის დაავადების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური იმუნიზაციის მიზნით, დაავადებაზე არაკეთილსაიმედო და საშიშ მეურნეობებში.
ბიოლოგიური თვისებები: ვაქცინა გამოიმუშავებს იმუნიტეტს წიწილებში ერთჯერადი გამოყენებიდან 21 დღის განმავლობაში და გრძელდება 3 თვე.
მიღების წესი და დოზირება:
- ვაქცინაციას ექვემდებარებიან წიწილები 1–20 დღის ასაკში; გამოყენების წინ ვაქცინას აჩერებენ 3–4 საათით 18–200Cზე.
- გამოყენების წინ და იმუნიზაციის ჩატარების პერიოდში ვაქცინის ფლაკონს პერიოდულად ანჯღრევენ ერთგვაროვანი ემულსიის მისაღებად.
- ვაქცინა შეჰყავთ ერთჯერადად კანქვეშ, კისრის შუა მესამედში 0,1 მლ მოცულობით.
გვერდითი მოვლენები: დადგენილი არ არის.
უკუჩვენებები: არ აღინიშნება.
ლოდინის პერიოდი: ფრინველის სახორცედ დაკვლა ნებადართულია ვაქცინის შეყვანიდან 30 დღის შემდეგ.
შენახვის პირობები: ინახება მაცივარში 2–80Cზე. დაუშვებელია გაყინვა.
შენახვის ვადა: 18 თვე.
შეფუთვის ფორმა: ვაქცინა დაფასოებულია 450,0–500,0 სმ3 მოცულობის შუშის ფლაკონებში (4500 ან 5000 ასაცრელი დოზა).

