ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
ბატკნების ანაერობული დიზენტერიისა და ცხვრების ინფექციური ენტეროტოქსემიის საწინააღმდეგო შრატი
შემადგენლობა: შრატი დამზადებულია პროდუცენტი–ხარის სისხლისგან, რომელიც ჰიპერიმუნიზებულია Clostridium perfringens –ის ტიპი B №1, ტიპი С “BT“ და ტიპი D №91 ანატოქსინებით. შრატის 1 სმ3 შეიცავს Clostridium perfringens-ის B, C და D ტიპის არანაკლებ 10 სე ანტიტოქსინს.
ფარმაკოლოგიური (ბიოლოგიური) თვისებები: შრატი უზრუნველყოფს პასიური იმუნიტეტის ფორმირებას, ცხოველებში იმუნიტეტი ნარჩუნდება 10-14 დღის განმავლობაში. შრატს აქვს პროფილაქტიკური და სამკურნალო მოქმედება ბატკნების ანაერობული დიზენტერიისა და ცხვრების ინფექციური ენტეროტოქსემიის მიმართ.
გამოყენების წესი და დოზირება: შრატით მკურნალობა უტარდება დიზენტერიით ან ენტეროტოქსემიით დაავადებულ ყველა ცხოველს. დაავადებულ ცხოველებს ათავსებენ იზოლირებულად (ძუძუზე მყოფ ბატკნებს ათავსებენ დედებთან ერთად). დიზენტერიის დროს შრატი პროფილაქტიკის მიზნით უკეთდება ყველა ახალშობილ ბატკანს დაბადებიდან 1-2 დღის შემდეგ, ხოლო ცხვრების ენტეროტოქსემიის დროს, შრატი უკეთდებათ ბატკნებსაც და მოზრდილ ცხვრებსაც. შეყვანის ადგილის დეზინფიცირება უნდა განხორციელდეს 70%-იანი სპირტით. გამოყენებამდე და გამოყენების პროცესში შრატის ფლაკონები უნდა შეანჯღრიოთ, ხოლო ცივ სეზონზე გაათბოთ წყლის აბაზანაში (36-37) °C ტემპერატურამდე.
თერაპიის მიზნით შრატი შეიყვანება კუნთში, პროფილაქტიკის მიზნით – კანქვეშ, შემდეგი დოზებით:
|
ცხოველის სახე და ასაკი |
დაავადება |
პროფილაქტიკური დოზა |
თერაპიული დოზა |
|
ბატკნები |
ანაერობული დიზენტერია |
არანაკლებ 50 |
100–200 |
|
ინფექციური ენტეროტოქსემია |
არანაკლებ 100 |
200–400 |
|
|
ცხვრები |
ინფექციური ენტეროტოქსემია |
არანაკლებ 200 |
400–1000 |
შრატის დოზის გასაანგარიშებლად საჭირო პროფილაქტიკური (50 АЕ, 200 АЕ) ან თერაპიული (100 АЕ, 1000 АЕ) დოზა გაიყოს 1 სმ3–ში АЕ-ს რაოდენობაზე, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე. დოზას განსაზღვრავენ ანატოქსინის აქტივობით. თუ 1 სმ3 შრატი შეიცავს Clostridium perfringens –ის B ტიპის ანატოქსინს 10 АЕ-ს, პროფილაქტიკის მიზნით ბატკნისთვის შესაყვანი შრატის დოზაა 50 АЕ-ს, ანუ ამ სერიის შრატის დოზაა 50:10=5სმ3. ცხვრების ინფექციური ენტეროტოქსემიის წინააღმდეგ შრატის შეყვანიდან 8-10 დღეში ცხოველების ვაქცინაცია ტარდება შესაბამისი ვაქცინით ინსტრუქციის თანახმად.
უკუჩვენება: არ არსებობს მაკე ცხოველებში, ლაქტაციის პერიოდში მყოფ ცხოველეში.
გვერდითი მოვლენები: არ აღინიშნება.
ლოდინის პერიოდი: ხორცი და სუბპროდუქტები:0 დღე
შენახვის პირობები: შრატს ინახავენ ბნელ ადგილზე და მისი ტრანსპორტირება ხდება 2°C-დან 8°C-მდე ტემპერატურაზე. დასაშვებია შრატის ტრანსპორტირება 25°C-მდე ტემპერატურაზე არაუმეტეს 15 დღე. დაუშვებელია გაყინვა. შრატი უნდა შეინახოთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი, შრატი უნდა გამოიყენოთ ფლაკონის გახსნის დღეს.
შეფუთვა: შრატი დაფასოებულია 100 სმ3 შესაბამისი ტევადობის მინის ფლაკონში.

