დეტალური აღწერა

შემადგენლობა – აქტიური ნივთიერება:

დეაქტივირებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის როტავირუსი, შტამი TM-91; RP ≥ 1 *

დეაქტივირებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კორონავირუსი, შტამი C-197, RP ≥ 1 *

დეაქტივირებული E.coli – ენტეროპათოგენური შტამების 3 სეროვარი

– O8:K35, K99; O9:K35, K99; O101:K30, K99, RP ≥ 1 *

*) ფარდობითი პოტენციალი დადგენილია ზღვის გოჭებში სეროლოგიური მეთოდით {ELIEA) სტანდარტულ ვაქცინებთან შედარებით ანტიგენის მინიმალური შემცველობით

ჩვენება

მაკე დეკეულების და ძროხების აქტიური იმუნიზაცია ხბოს პასიური იმუნიზაციის მიზნით, როტავირუსით, კორონავირუსით და ენტეროპათოგენური E. coli შტამებით გამოწვეული გასტრო-ენტერიული დაავადებების წინააღმდეგ.

იმუნიტეტის გაძლიერება:

ხბოებში, რომლებიც დედებისგან იღებენ საკვებს და ხბოებში, რომლებიც იკვებებიან ხსენით, რომელიც შეგროვებულია ვაქცინირებული ძროხებისგან კვების დაწყებასთან ერთად, იწყება პასიური დაცვა.

იმუნიტეტის ხანგრძლივობა

ხბოებში, რომლებიც დედებისგან იღებენ საკვებს და ხბოებში, რომლებიც იკვებებიან ხსენით, რომელიც შეგროვებულია ვაქცინირებული ძროხებისგან კვების დაწყებასთან ერთად იწყება პასიური დაცვა ინფექციის წინააღმდეგ, ვიდრე არ შეწყდება ხსენით კვება.

ხბოები, რომლებიც იკვევბებიან დედებისგან, დაცულნი არიან ინფექციისგან კოლოსტრალური და ლაქტოგენური იმუნიტეტით სიცოცხლის პირველ 2-4 კვირაში.

სამიზნე სახეობები

რქოსანი პირუტყვი (მაკე დეკეულები და ძროხები).

დოზირება და მეთოდი

ვაქცინის მიღება:

ვაქცინაციის დოზა 2 მლ

ვაქცინის მიღება ხდება კუნთქვეშ – უმჯობესია დუნდულის მიდამოში.

იმუნიტეტის გამომწვევი: მაკე დეკეულების (ან ჯერ კიდევ არავაქცინირებილი ძროხები) ვაქცინაცია ხდება ორჯერ 21 დღიანი ინტერვალით, კერძოდ 7-5 კვირაში და 4-2 კვირაში პირველ მოსალოდნელ მშობიარობამდე.

ხსენით კვება:

იმისათვის, რომ უზრუნველყოს ხბოს ინფექციისგან პრევენცია, ხბოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი უნდა იყოს გაჯერებული ხსენით, რომელსაც იღებს ვაქცინირებული ძროხებიდან სიცოცხლის პირველი 2-3 კვირის განმავლობაში. ხბომ უნდა დალიოს ვაქცინირებული ძროხებისგან მიღებული ხსენის სათანადო რაოდენობა მისი დაბადებიდან 6 საათის განმავლობაში.

იმის გათვალისწინებით, რომ ხბო არ იკვებება დედისგან, ხსენი (და შემდგომში რძე) უნდა შეგროვდეს ვაქცინირებული ძროხებისგან პირველი 6 – 8 მოწველის დროს; ზემოაღნიშნული ხსენი და რძე უნდა გაიყინოს ან (არაუგვიანეს 14 დღისა) გაგრილდეს 2°C და 8°C ტემპერატურაზე.

ხსენის დღიური დოზა (და შემდგომში რძე) ხბოებში შეადგენს 2.5-3.5 ლიტრს (დამოკიდებულია ხბოს ზომაზე) სიცოცხლის სულ მცირე პირველი ორი კვირის განმავლობაში.

ხბოების ინფექციისგან ოპტიმალური დაცვა მიიღწევა ზემოაღნიშნული მეთოდის გამოყენებით, თუ ნახირში მყოფი ძროხები ვაქცინირებულნი არიან.

გვერდითი მოვლენები

იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებს. ასეთ დროს დაუყოვნებლივ საჭიროა სათანადო მკურნალობის დაწყება. თუ შეამჩნევთ სერიოზულ გვერდით ან ისეთ ეფექტებს, რომლებიც აღნიშნული არაა ანოტაციაში, გთხვოთ აცნობოთ ვეტერინარს.

ლოდინის პერიოდი: აღნიშნული პერიოდის გარეშე.

შენახვის ვადა:  2 წელი.

პირველი გახსნიდან ვარგისინაობის ვადა შეადგენს 10 საათს.

შენახვის პირობები: შეინახეთ და გადაიტანეთ სამაცივრე მდგომარეობაში (2-8 ◦C).

შეფუთვის ფორმა:  1×50მლ.