Detailed description

ბატკნების ანაერობული დიზენტერიისა და ცხვრების ინფექციური ენტეროტოქსემიის საწინააღმდეგო შრატი

შემადგენლობა: შრატი დამზადებულია პროდუცენტიხარის სისხლისგან, რომელიც ჰიპერიმუნიზებულია Clostridium perfringens –ის ტიპი B №1, ტიპი С “BT“ და ტიპი D №91 ანატოქსინებით. შრატის 1 სმ3 შეიცავს Clostridium perfringens-ის B, C და D ტიპის არანაკლებ 10 სე ანტიტოქსინს.

ფარმაკოლოგიური (ბიოლოგიური) თვისებები:  შრატი უზრუნველყოფს პასიური იმუნიტეტის ფორმირებას, ცხოველებში იმუნიტეტი ნარჩუნდება 10-14 დღის განმავლობაში.    შრატს აქვს პროფილაქტიკური და სამკურნალო მოქმედება ბატკნების ანაერობული დიზენტერიისა და ცხვრების ინფექციური ენტეროტოქსემიის მიმართ.

გამოყენების წესი და დოზირება: შრატით მკურნალობა უტარდება დიზენტერიით ან ენტეროტოქსემიით დაავადებულ ყველა ცხოველს. დაავადებულ ცხოველებს ათავსებენ იზოლირებულად (ძუძუზე მყოფ ბატკნებს ათავსებენ დედებთან ერთად). დიზენტერიის დროს შრატი პროფილაქტიკის მიზნით უკეთდება ყველა ახალშობილ ბატკანს დაბადებიდან 1-2 დღის შემდეგ, ხოლო  ცხვრების ენტეროტოქსემიის დროს, შრატი უკეთდებათ ბატკნებსაც და მოზრდილ ცხვრებსაც. შეყვანის ადგილის დეზინფიცირება უნდა განხორციელდეს 70%-იანი სპირტით. გამოყენებამდე და გამოყენების პროცესში შრატის ფლაკონები უნდა შეანჯღრიოთ, ხოლო ცივ სეზონზე გაათბოთ წყლის აბაზანაში (36-37) °C ტემპერატურამდე.

თერაპიის მიზნით შრატი შეიყვანება კუნთში, პროფილაქტიკის მიზნითკანქვეშ, შემდეგი დოზებით:

ცხოველის სახე და ასაკი

დაავადება

პროფილაქტიკური დოზა

თერაპიული დოზა

ბატკნები

ანაერობული დიზენტერია

არანაკლებ 50

100–200

ინფექციური ენტეროტოქსემია

არანაკლებ 100

200–400

ცხვრები

ინფექციური ენტეროტოქსემია

არანაკლებ 200

400–1000

შრატის დოზის გასაანგარიშებლად საჭირო პროფილაქტიკური (50 АЕ, 200 АЕ) ან თერაპიული (100 АЕ, 1000 АЕ) დოზა გაიყოს 1 სმ3ში АЕ-ს რაოდენობაზე, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე.  დოზას განსაზღვრავენ  ანატოქსინის აქტივობით. თუ 1 სმ3 შრატი შეიცავს Clostridium perfringens –ის B ტიპის ანატოქსინს 10 АЕ-,  პროფილაქტიკის მიზნით ბატკნისთვის შესაყვანი შრატის დოზაა 50 АЕ-, ანუ ამ სერიის შრატის დოზაა 50:10=5სმ3. ცხვრების ინფექციური ენტეროტოქსემიის წინააღმდეგ შრატის შეყვანიდან 8-10 დღეში ცხოველების ვაქცინაცია ტარდება შესაბამისი ვაქცინით  ინსტრუქციის თანახმად.

უკუჩვენება: არ არსებობს მაკე ცხოველებში, ლაქტაციის პერიოდში მყოფ ცხოველეში.

გვერდითი მოვლენები: არ აღინიშნება

ლოდინის პერიოდი: ხორცი და სუბპროდუქტები:0 დღე

შენახვის პირობები: შრატს ინახავენ ბნელ ადგილზე და მისი ტრანსპორტირება ხდება 2°C-დან 8°C-მდე ტემპერატურაზე. დასაშვებია შრატის ტრანსპორტირება 25°C-მდე ტემპერატურაზე არაუმეტეს 15 დღე. დაუშვებელია გაყინვა. შრატი უნდა შეინახოთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი, შრატი უნდა გამოიყენოთ ფლაკონის გახსნის დღეს.

შეფუთვა: შრატი დაფასოებულია 100 სმ3 შესაბამისი ტევადობის მინის ფლაკონში.