ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
ფუტკრის ვაროატოზის სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალება.
გამოშვების ფორმა: ხის შპონისგან დამზადებული ფირფიტები, ზომით 200 X 20 X 0,8 მმ. გაჟღენთილი ამიტრაზის და ბექონდარის ხსნარით.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ახასიათებს აკარიციდული მოქმედება ზრდასრული VARROA JACOBSONI ტკიპის წინააღმდეგ.
გამოყენების წესი და დოზირება: ფუტკრის ოჯახებს ამუშავებენ გაზაფხულზე (პირველი ხილვის შემდეგ) და ზაფხულ – შემოდგომის პერიოდში (თაფლის გამოწურვის შემდეგ). 10-12 ჩარჩოიან სკაში თავსდება 2 ფირფიტა: 1 ფირფიტა მე-3-4, ხოლო მეორე მე-7-8 ჩარჩოებს შორის.
პატარა ოჯახში (6 ჩარჩომდე), ნაყარში და ნუკლეუსში საკმარისია 1 ფირფიტა, რომელიც თავსდება ბუდის ცენტრში მე-3-4 ჩარჩოებს შორის, ფირფიტის დასაფიქსირებლად გამოიყენება საკანცელარიო სამაგრი, რომელსაც უყრიან სარჭს (ხის ან წვრილი მავთულის ნაჭერს). ფირფიტა მაგრდება ბუდის ცენტრში ვერტიკალურად და რჩება სკაში 3-დან 30 დღემდე, ფუტკრის ოჯახის სიძლიერისა და გადაბეჭდილი ბარტყის რაოდენობიდან გამომდინარე.
საგანგებო მითითებები: შეფუთული ფირფიტები იხსნება დამუშავების წინ.
დამუშავებული ფუტკრის ოჯახებიდან მიღებული თაფლი გამოიყენება შეუზღუდავად.
შეფუთვა: ფოლგაში ჰერმეტულად შეფუთული 10 ფირფიტა.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისგან და ცხოველებისაგან მიუწვდომელ ადგილზე 00C+250C ტემპერატურაზე.

