დეტალური აღწერა

დახასიათება: ვაქცინა განკუთვნილია სხვადასხვა სახეობის ცხოველების ლეპტოსპიროზის პროფილაქტიკისთვის ლეპტოსპიროზზე არაკეთილსაიმედო ზონაში, ასევე კეთილსაიმედო ზონაში, სადაც სულადობას  აკომპლექტებენ ლეპტოსპიროზზე გამოკვლევის გარეშე და გადამრეკი მეცხოველეობის რაიონებში.

აღწერა: ვაქცინა დამზადებულია ლეპტოსპირას კულტურის ინაქტივირებულ შტამებზე: Pomona, Tarassovi, Icterohaemorrhagiae, Grippotyphosa, Sejroe ( Hardjo), Canicola (I ვარიანტი); ან Pomona, Tarassovi, Icterohaemorrhagiae, Grippotyphosa, Sejroe ( Hardjo) (II ვარიანტი).

1სმ3 ვაქცინა შეიცავს არანაკლებ 58 მილიონ ლეპტოსპირას ყოველი ჯგუფიდან.

ვაქცინაციის მეთოდი:  იმუნიზაციას ექვემდებარებიან მსხვ.რქ.პირუტყვი, აქლემი, ცხენი, ვირი, ჯორი 1,5 თვიდან ზევით, სხვა სახის ცხოველები იმუნიზაციას ექვემდებარებიან 1 თვის ასაკიდან.

კოლოსტრალური იმუნიტეტის ფორმირებისთვის რეკომენდებულია მაკე ღორების აცრა 35-75 დღით ადრე დაყრამდე, მაკე ცხვრების -40-60 დღით ადრე მოგებამდე, მაკე ძროხების აცრა-45-90 დღით ადრე მოგებამდე. ლეპტოსპიროზული ეტიოლოგიის აბორტების თავიდან ასაცილებლად სასოფლო სამეურნეო ცხოველებს ცრიან დათესვლამდე 1-2 თვით ადრე ან მაკეობის პირველ მესამედში.

ვაქცინა შეყავთ ერთჯერადად, კუნთში (გამონაკლისია გოჭები 1-დან 3 თვემდე, რომლებსაც ცრიან ორჯერადად 12-15 დღის ინტერვალით, რევაქცინაცია 3 თვის შემდეგ), შემდეგი სქემის მიხედვით:

ცხოველი, ასაკი ვაქცინის დოზა (სმ3) რევაქცინაციის ვადა (თვეები)
პირველი ვაქცინაცია რევაქცინაცია
ღორი (I ვარიანტი):

1-დან 3 თვემდე

3-დან 10 თვემდე

კერატები და დედაღორი

 

2,0+3,0

6,0

10,0

 

6,0

6,0

8,0

 

4,0

4,0

8,0

მსხვ.რქ.პირუტყვი, აქლემი, ცხენი, ვირი, ჯორი

(I I ვარიანტი):

6 თვემდე

6-დან 12 თვემდე

1-დან 2 წლამდე

ზრდასრული ცხოველები

ბუღა-მწარმოებლები

 

 

4,0

4,0

8,0

10,0

15,0

 

 

4,0

4,0

8,0

10,0

15,0

 

 

6,0

6,0

12,0

12,0

12,0

ცხვრები და თხები (I I ვარიანტი):

6 თვემდე

6-დან ზემოთ

ყოჩები და დედაცხვრები

 

2,0

3,0

5,0

 

3,0

4,0

5,0

 

6,0

12,0

12,0

მელა და წავი (I I ვარიანტი):

6 თვემდე

6-დან ზემოთ

 

1,0

2,0

 

2,0

3,0

 

6,0

12,0

ნორკა (I I ვარიანტი) 1,0

ვაქცინა იწვევს იმუნიტეტის ფორმირებას მე-14-20 დღიდან და გრძელდება მოზარდ პირუტყვში 6 თვეს,  მოზრდილ პირუტყვში-1 წელი (ღორის გარდა). კოლოსტრალური იმუნიტეტი გოჭებში და ბატკნებში გრძელდება 1,5 თვე, ხბორებში- 2,5 თვე.

შენახვის პირობები:  ინახება და ტრანსპორტირება დაშვებულია 2 °С-დან  15 °С-მდე ტემპერატურის პირობებში.

შენახვის ვადა: შენახვის და ტრანსპორტირების პირობების დაცვით 12 თვე.

გამოშვების ფორმა: 20-200სმ3, ფლაკონებში.