ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

ბიოსუის პარვოერი ლ 7

შემადგენლობა: თითოეული დოზა (2 მლ) შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

ღორის პარვოვირუსი, ინაქტივირებული, შტამი CAPM V198, S-27              ≥ 4 log2

Erysipelothrix rhusiopathiae, ინაქტივირებული, სეროტიპი 2, შატმი 2-64                RP x 1

ინაქტივირებული შტამები:

Leptospira interrogans serogroup Australis, serovar Bratislava                                          ≥ 100 EU

Leptospira interrogans serogroup Pomona, serovar Pomona                                              ≥ 100 EU

Leptospira interrogans serogroup Icterohaemorrhagiae, serovar Copenhageni                ≥ 100 EU

Leptospira borgpetersenii serogroup Tarassovi, serovar Tarassovi                         ≥ 100 EU

Leptospira kirschneri serogroup Grippotyphosa, serovar Grippotyphosa              ≥ 100 EU

დამხმარე ნივთიერებები:

ალუმინის ჰიდროქსიდი  9 მგ

ჰიდრატირებული, ადსორბციისთვის 2% (გამოხატული Al2O3 სახით)

დამატებითი ნივთიერებები:

ფორმალდეჰიდი     მაქსიმუმ 1.0 მგ

თიომერსალი                       0,2 მგ

სამიზნე სახეობები:

ღორები (გოჭი, დედა ღორი, გარეული ღორი)

გამოყენების წესი და დოზირება:

ღორების აქტიური იმუნიზაციისთვის (გოჭები, დედა ღორები) Erysipelothrix rhusiopathiae serovars 1 და 2-ს მიერ გამოწვეული ღორის ერიზიპელოიდის წინააღმდეგ და ღორის პარვოვირუსის და ლეპტოსპირას მიერ გამოწვეული გოჭების და დედა ღორების ემბრიონებისა და ჩანასახების ტრანსპლაცენტური ინფექციის პრევენციის მიზნით (serovars L. interrogans serogroup Icterohaemorrhagiae serovars Copenhageni და Icterohaemorrhagiae, L. interrogans serogroup Australis serovars Bratislava და Muenchen, L. interrogans serogroup Pomona serovar Pomona, L. kirschneri serogroup Grippotyphosa serovar Grippotyphosa და L. borgpetersenii serogroup Tarassovi serovar Tarassovi-ს წინააღმდეგ).

გარეული ღორების აქტიური იმუნიზაციისთვის Erysipelothrix rhusiopathiae serovars 1 და 2-ს მიერ გამოწვეული ღორის ერიზიპელოიდის წინააღმდეგ და ღორის პარვოვირუსის და ლეპტოსპირას გადაცემის პრევენციის მიზნით (ზემოაღნიშნული სეროლოგიური ვარიანტის წინააღმდეგ) სპერმის მეშვეობით შეჯვარებისა და განაყოფიერების დროს.

ვაქცინაციის დოზა – ყოველთვის 2 მლ კუნთშიდა გზით კისრის კუნთში, ყურის უკან.

გოჭები და დედა ღორები

პირველადი ვაქცინაცია –ვაქცინაციის 2 დოზა

პირველი დოზის გამოყენება განაყოფიერებამდე 6 კვირით ადრე, მეორე დოზის გამოყენება განაყოფიერებამდე 3 კვირით ადრე.

განმეორებითი ვაქცინაცია – ყოველთვის ვაქცინაციის ერთი დოზა განაყოფიერებამდე სულ მცირე 3 კვირით ადრე (მაგრამ არა უგვიანეს წინა ვაქცინაციიდან 6 თვისა).

გარეული ღორები

პირველადი ვაქცინაცია –  ვაქცინაციის 2 დოზა

პირველი დოზის გამოყენება განაყოფიერებამდე ან გარეული ღორის ხელოვნურ განაყოფიერებაში ჩართვამდე 6 კვირით ადრე. მეორე დოზის გამოყენება განაყოფიერებამდე ან ხელოვნურ განაყოფიერებაში ჩართვამდე 3 კვირით ადრე.

განმეორებითი ვაქცინაცია – ყოველთვის ვაქცინაციის თითო დოზა ყოველ 6 თვეში.

ვაქცინის გამოყენება უნდა შეწყდეს იმ შემთხვევაში, თუ შენიშნავთ პირველადი შესაფუთი მასალის დაზიანების აშკარა ნიშნებს.

იმუნიტეტის გამომუშავება:

ღორის პარვოვირუსი: პირველადი ვაქცინაციიდან 3 კვირა (მაკეობის დასაწყისი) გოჭებსა და დედა ღორებში, ძირითადი ვაქცინაციიდან 3 კვირის შემდეგ გარეულ ღორებში.

  1. rhusiopathiae: პირველადი ვაქცინაციიდან 3 კვირა

Leptospira spp: მაკეობის დაწყებიდან გოჭებსა და დედა ღორებში, ძირითადი ვაქცინაციიდან 3 კვირის შემდეგ გარეულ ღორებში

იმუნიტეტის ხანგრძლივობა:

ღორის პარვოვირუსი: ვაქცინაცია უზრუნველყოფს ნაყოფის დაცვას მაკეობის მთელი პერიოდის განმავლობაში გოჭებსა და დედა ღორებში, ხოლო მინიმუმ 6 თვე გარეულ ღორებში.

  1. rhusiopathiae: 6 თვე პირველადი ვაქცინაციის შემდეგ.

Leptospira spp: 6 თვე პირველადი ვაქცინაციის შემდეგ.

უკუჩვენებები: არა.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

მაკეობა: შესაძლებელია მაკეობის პერიოდში გამოყენება.

ლაქტაცია: შესაძლებელია ლაქტაციის პერიოდში გამოყენება.

შეუთავსებლობები: არ შეურიოთ სხვა ვეტერინარულ სამედიცინო პროდუქტს.

დოზის გადაჭარბება: (სიმპტომები, გადაუდებელი პროცედურები, ანტიდოტები), საჭიროების შემთხვევაში:

ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები:

არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია აღნიშნული იმუნოლოგიური ვეტერინარული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ სხვა ვეტერინარულ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას. ამიტომ გადაწყვეტილება აღნიშნული იმუნოლოგიური ვეტერინარული პრეპარატის გამოყენების შესახებ ნებისმიერი სხვა ვეტერინარული სამკურნალო პროდუქტის მოხმარებამდე ან მის შემდეგ უნდა იქნას მიღებული თითოეული შემთხვევის გათვალისწინებით.

გვერდით მოვლენები:

ძალიან ხშირად (>1 ცხოველი/10 ნამკურნალები ცხოველიდან) სხეულის ტემპერატურის უმნიშვნელო მატება (მაქს. 1 °C), რომელიც გრძელდება ვაქცინაციის შემდეგ მაქსიმუმ 4 დღის განმავლობაში.
ხშირად (1-10 ცხოველი/100 ნამკურნალები ცხოველიდან) ინექციის ადგილზე სიწითლე, რომელიც ქრება გამოყენებიდან 6 დღეში. მაქს. 4 სმ დიამეტრის შეშუპება ინექციის ადგილზე, რომელიც ქრება გამოყენებიდან 7 დღის განმავლობაში.
ნაკლებად ხშირად (1-10 ცხოველი/1,000 ნამკურნალები ცხოველიდან)
იშვიათად (1-10 ცხოველი/10,000 ნამკურნალები ცხოველიდან)
ძალიან იშვიათად (<1 ცხოველი/10,000 ნამკურნალები ცხოველიდან, ცალკეული ანგარიშების ჩათვლით) ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია ერიზიპელას ინფექციის მიმართ მგრძნობიარე ცხოველებში.

დაყოვნების  პერიოდი: ნოლი დღე.

შენახვის  პირობები: ტრანსპორტირება და შენახვა სამაცივრე პირობებში (2-8 °C)

მოარიდეთ სინათლეს. არ გაყინოთ.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი,  ფლაკონის პირველი გახსნის შემდეგ: 10 საათი.

შეფუთვა: მუყაოს ყუთი:

1 x 10 მლ (5 დოზა 10 მლ მინის ფლაკონებში)

1 x 50 მლ (25 დოზა 60 მლ პლასტმასის ფლაკონებში)

1 x 100 მლ (50 დოზა 120 მლ პლასტმასის ფლაკონებში)

1 x 250 მლ (125 დოზა 250 მლ პლასტმასის ფლაკონებში)

პლასტმასის ყუთი:

10 x 10 მლ (10 x 5 დოზა 10 მლ მინის ფლაკონებში)

შესაძლოა ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს ბაზარზე ხელმისაწვდომი.