ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

კურდღლების პასტერელოზის საწინააღმდეგო არააქტიური ვაქცინა

შემადგენლობა – 1 მლ:

Pasteurella multocida A, D  მინ. 1.1010

ფორმალდეჰიდი, ნატრიუმის მერთიოლატი, ლიპოიდური ადიუვანტი

 ჩვენება: გამოიყენება კურდღლების პასტერელოზის საწინააღმდეგოდ

სამიზნე სახეობები: კურდღლები

დოზირება და მეთოდი:  4-დან 6 კვირამდე ასაკის კურდღლები    0.5 მლ

  7 კვირამდე ასაკის კურდღლები       1 მლ

ვაქცინაციის რეკომენდებული განრიგი:

პირველი ვაქცინაციის დოზა 4 კვირის ასაკში;

მეორე ვაქცინაციის დოზა 7 კვირის ასაკში;

მესამე ვაქცინაციის დოზა 10 კვირის ასაკში.

დამატებითი რეგულარული იმუნიზაცია ყოველთვის ერთი ვაქცინის დოზით ყოველ 6 თვეში.

უფრო მეტი ასაკის მქონე ცხოველების პირველი ვაქცინაციის შემთხვევაში იმუნიზაცია უნდა მოხდეს ორჯერ 3 კვირიანი ინტერვალებით, დამატებითი რეგულარული იმუნიზაცია ყოველთვის ერთი ვაქცინის დოზით ყოველ 6 თვეში.

ვაქცინის შეყვანა შეიძლება მოხდეს პესტორინ-მორმიქს საინექციო ვაქცინასთან ერთად.

შეყვანის გზა: კანქვეშ

გვერდითი მოვლენები: ვაქცინაციის შემდეგ შესაძლოა მოხდეს საკვების მოხმარების შემცირება, რომელიც გაივლის 24-48 საათში. შეიძლება წარმოიშვას ადგილობრივი ანთებითი რეაქცია ადმინისტრირების ადგლზე 0.5 სმ რადიუსში, გამონაკლის შემთხვევებში 3 სმ რადიუსში (3% კურდღლებში). კურდღლების დამაკება მცირდება (15%-მდე).

ლოდინის პერიოდი: ხორცი – 10 დღე

შენახვის ვადა: ფლაკონი გამოიყენეთ პირველი გახსნიდან 10 საათის განმავლობაში.

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ და ბნელ ადგილზე 2-80C ტემპერატურაზე.

შეფუთვის ფორმა:  1×20მლ, 5×20მლ, 1×100მლ