ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
აღწერა:
ულტრადოლ-8 წარმოადგენს კომბინირებულ, ინაქტივირებულ ტოქსოიდ ვაქცინას, რომელიც გამოიყენება მსხვ.რქ.პირუტყვის, ხბოების, ცხვრების, თხებისა და თიკნების დაცვითი მიზნებისთვის.
შემადგენლობა:
ვაქცინის 1 დოზა (2მლ) შეიცავს: Cl. Perfringens B ტოქსოიდი, Cl. Perfringens E ტოქსოიდი, Cl. Novyi a ტოქსოიდი, Cl. Septicum a ტოქსოიდი, Cl. Chauvoei ბაქტერიული კულტურა, Cl. haemolyticum ბაქტერიული კულტურა, Cl. Tetani ტოქსოიდი.
ჩვენებები:
ვაქცინა წარმოადგენს ინაქტივირებულ ტოქსოიდს რომელიც გამოიყენება დაცვითი მიზნებისთვის მცოხნავი ცხოველებისთვის (საქონელი, ხბო, ცხვარი, ბატკანი, თხა და თიკანი) დიზენტერიის, ენტეროტოქსემიის, ჰემორაგიული ენტეროტოქსემიის, გაშეშების, B, C და D ტიპის Cl. Perfringens-ით გამოწვეული თირკმლის ინფექციების, Cl. Tetani-ით გამოწვეული ტეტანუსის, Cl. Novyi -ით გამოწვეული განგრენული ემფიზემის (მიონეკროზი) და ინფექციური ნეკროზული ჰეპატიტის, Cl. haemolyticum -ით გამოწვეული ბაცილური ჰემოგლობინურიისა და Cl. Chauvoei-ით გამოწვეული შავი ფეხის დაავადების სამკურნალოდ.
სამიზნე სახეობები: მსხვ.რქ.პირუტყვი, ხბო, ცხვარი, ბატკანი, თხა და თიკანი.
მიღების გზა და დოზა:
ვაქცინა გამოყენებული უნდა იქნას ყოველწლიურად 2 მლ დოზირებით ცხვრებისა და თხებისთვის, 1მლ ბატკნებისა და თიკნებისთვის, 4მლ მსხვ.რქ.პირუტყვისთვის და 2მლ ხბოებისთვის.
განმეორებითი ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს პირველი ვაქცინაციიდან 21 დღის შემდეგ:
ცხვრები და თხები: 2მლ, ბატკანი და თიკნები: 1მლ;
მსხვ.რქ.პირუტყვი: 4მლ, ხბოები: 2მლ.
ვაქცინა შეიძლება გამოყენებული იქნას ორი თვის ცხვრების, თხების, ბატკნებისა და თიკნებისთვის კუნთებში ან კანქვეშ ბარძაყის ქვეშ, მატყლისგან თავისუფალ და არააქტიურ არეში, მსხვ.რქ.პირუტყვისა და ხბოებისთვის კუნთებში ან კანქვეშ მენჯის უკანა მხარეს არააქტიურ არეში.
ვაქცინაციის სქემა
| ცხოველთა სახეობები | გამოყენების ადგილი | დოზა და გამოყენების პერიოდი | ||
| პირველი ვაქცინაცია | მე-2 ვაქცინაცია (21 დღის შემდეგ) | წლიური პერიოდული ვაქცინაცია | ||
| ცხვარი/თხა | კუნთში ან კანქვეშ იღლიაში მატყლისგან თავისუფალ და არააქტიურ არეში | 2მლ | 2მლ | 2მლ |
| ბატკანი/თიკანი | კუნთში ან კანქვეშ იღლიაში მატყლისგან თავისუფალ და არააქტიურ არეში | 1მლ | 1მლ | 1მლ |
| მსხვ.რქ.პირუტყვი | კუნთებში ან კანქვეშ მხრის უკანა მხარეს არააქტიურ არეში | 4მლ | 4მლ | 4მლ |
| ხბო | კუნთებში ან კანქვეშ მხრის უკანა მხარეს არააქტიურ არეში | 2მლ | 2მლ | 2მლ |
ძლიერი იმუნიტეტის შესანარჩუნებლად ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს ყოველ წელიწადს
ერთი დოზის გამოყენებით, როგორც ნაჩვენებია ვაქცინაციის სქემაში.
დაავადების რისკ გარემოში ერთი დოზით ვაქცინაცია რეკომენდებულია 6 თვის შემდეგ.
ლოდინის პერიოდი: არ არის.
უკუჩვენებები: არ არის.
შენახვის პირობები: შეინახეთ ბნელ ადგილზე +2-80C ტემპერატურაზე,
შენახვის ვადა: 24 თვე.
გამოშვების ფორმა: ქარვის II ტიპის მინის 50, 100 და 250 მლ პლასტმასის ამპულებში, 10, 25, 50, 100, 125 და 250მლ ამპულებში ცხვრებისთვის, თხებისა და ხბოებისთვის; 5, 12, 25, 50, 62 და 125მლ საქონლისთვის და 20, 50, 100, 200, 250 და 500მლ ბატკნებისთვის. თითოეულ ბოთლს აქვს ბუტილის საცობი და ალუმინის თავსახური და ხელმისაწვდომია სტიროფომის 50 ან 100 ამპულიან ყუთებში. პაკეტში არ არის გამხსნელები.

