ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება – Paramyxovirus pseudopestis avium (La-Sota, SL 93), დამხმარე ნივთიერება – Lyophilisation medium.

ჩვეენება:

გამოიყენება ნიუკასლის დაავადების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური იმუნიზაციის მიზნით, დაავადებაზე არაკეთილსაიმედო და საშიშ მეურნეობებში.

ბიოლოგიური თვისებები: აცრილ წიწილებში იმუნიტეტი ყალიბდება ვაქცინის შეყვანიდან 14 დღის განმავლობაში და გრძელდება (სახორცე ფრინველში) გამოზრდის პერიოდის დასრულებამდე.

მიღების წესი და დოზირება:

ვაქცინაციას ატარებენ 14 დღის ასაკიდან.

ინდივიდუალური აცრისას

  • 200 დოზა ვაქცინა იხსნება 10 მლ საინექციო წყალში.
  • გახსნილ ვაქცინას აწვეთებენ ფრინველის თვალის ლორწოვან გარსზე.

ჯგუფური ვაქცინაცია სასმელ წყალთან ერთად

  • ვაქცინა იხსნება იმდენ წყალში, რამდენსაც ასაცრელი ფრინველი მოიხმარს 1–2 საათის განმავლობაში (წყალი უნდა იყოს ცივი და სუფთა).

ჯგუფური ვაქცინაცია შესხურებით

  • ვაქცინა იხსნება საინექციო წყალში (1000 დოზა იხსნება 200–250 მლ საინექციო წყალში).
  • იყენებენ მიკროსაწვეთურების მქონე შესასხურებელ პისტოლეტს.
  • შესხურება ხდება თანაბრად 30–50 სმ მანძილიდან.

გვერდითი მოვლენები: არ არის დადგენილი

უკუჩვენებები: არ აღინიშნება.

ლოდინის პერიოდი: ხორცი გამოიყენება შეზღუდვების გარეშე.

შენახვის პირობები: ვაქცინა ინახება მაცივარში 2–80C­ზე (დაუშვებელია გაყინვა).

შენახვის ვადა: 30 თვე.

შეფუთვის ფორმა: შუშის ფლაკონები (200, 500 და 1000 დოზიანი).