ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება – Paramyxovirus pseudopestis avium (La-Sota, SL 93), დამხმარე ნივთიერება – Lyophilisation medium.
ჩვეენება:
გამოიყენება ნიუკასლის დაავადების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური იმუნიზაციის მიზნით, დაავადებაზე არაკეთილსაიმედო და საშიშ მეურნეობებში.
ბიოლოგიური თვისებები: აცრილ წიწილებში იმუნიტეტი ყალიბდება ვაქცინის შეყვანიდან 14 დღის განმავლობაში და გრძელდება (სახორცე ფრინველში) გამოზრდის პერიოდის დასრულებამდე.
მიღების წესი და დოზირება:
ვაქცინაციას ატარებენ 14 დღის ასაკიდან.
ინდივიდუალური აცრისას
- 200 დოზა ვაქცინა იხსნება 10 მლ საინექციო წყალში.
- გახსნილ ვაქცინას აწვეთებენ ფრინველის თვალის ლორწოვან გარსზე.
ჯგუფური ვაქცინაცია სასმელ წყალთან ერთად
- ვაქცინა იხსნება იმდენ წყალში, რამდენსაც ასაცრელი ფრინველი მოიხმარს 1–2 საათის განმავლობაში (წყალი უნდა იყოს ცივი და სუფთა).
ჯგუფური ვაქცინაცია შესხურებით
- ვაქცინა იხსნება საინექციო წყალში (1000 დოზა იხსნება 200–250 მლ საინექციო წყალში).
- იყენებენ მიკროსაწვეთურების მქონე შესასხურებელ პისტოლეტს.
- შესხურება ხდება თანაბრად 30–50 სმ მანძილიდან.
გვერდითი მოვლენები: არ არის დადგენილი
უკუჩვენებები: არ აღინიშნება.
ლოდინის პერიოდი: ხორცი გამოიყენება შეზღუდვების გარეშე.
შენახვის პირობები: ვაქცინა ინახება მაცივარში 2–80Cზე (დაუშვებელია გაყინვა).
შენახვის ვადა: 30 თვე.
შეფუთვის ფორმა: შუშის ფლაკონები (200, 500 და 1000 დოზიანი).

