ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

შემადგენლობა:პრეპარატი შეიცავს ხორცისმჭამელთა ჭირის, პარვოვირუსული და კორონავირუსული ენტერიტების, ადენოვირუსული ინფექციების გამომწვევების საწინააღმდეგო სპეციფიკურ ანტისხეულებს.

ჩვენება:

გამოიყენება ძაღლის:

 ჭირის

 პარვოვირუსული და კორონავირუსული ენტერიტების

 ადენოვირუსული ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით.

ბიოლოგიური თვისებები:

 შრატი წარმოადგენს მოყვითალო ფერის სითხეს, რომელიც შენახვისას იძლევა უმნიშვნელო ნალექს. ნალექი შენჯღრევისას თანაბრად იხსნება.

 გისკან–5 არის ცხენის სისხლის შრატი.

 პრეპარატის ორგანიზმში შეყვანისას ანტისხეულები იწვევენ სპეციფიკური იმუნური პასუხის ფორმირებას.

 გისკან–5 უზრუნველყოფს პასიურ იმუნიტეტს ჭირის, პარვოვირუსული და კორონავირუსული ენტერიტებისა და ადენოვირუსული ინფექციების წინააღმდეგ, რომელიც გრძელდება 2 კვირის განმავლობაში.

 შრატის სამკურნალო თვისებები მაქსიმალურად ვლინდება ინფექციური პროცესის ინკუბაციურ და პროდრომალურ პერიოდში.

მიღების წესი და დოზირება:

 შრატი შეჰყავთ კანქვეშ ან კუნთში ასეპტიკისა და ანტისეპტიკის წესების დაცვით.

პროფილაქტიკის მიზნით:

• 5 კგ­მდე ცხოველებში – 1 მლ.

• 5 კგ­ზე მეტი მასის ცხოველებში – 2 მლ.

სამკურნალო მიზნით:

• 5 კგ­მდე ცხოველებში 1 მლ პათოლოგიური პროცესის მიხედვით 1–3­ჯერ, 12–24 სთ ინტერვალით.

• 5 კგ­მდე ცხოველებში 2 მლ, პათოლოგიური პროცესის მიხედვით 1–3­ჯერ, 12–24 სთ ინტერვალით.

 ყველაზე მაღალი თერაპიული ეფექტი მიიღება შრატის გამოყენებისას დაავადების საწყის სტადიაზე.

 მითითებული გამოყენების სქემები გამორიცხავს პრეპარატის დოზის გადაჭარბებას.