ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

დანიშნულება

ტოქსოპლაზმის IgG/IgM ანტისხეულის სწრაფი ტესტი (Toxoplasma IgG/IgM Antibody Rapid Test (TOXO Ab) არის ტესტ-კასეტა ანტი-ტოქსოპლაზმის IgG და IgM გამოსავლენად ცხოველის სისხლის ნიმუშში.

ანალიზის დრო:  5-10 წუთი

ნიმუში: შრატი, პლაზმა

მოქმედების პრინციპი

ტოქსოპლაზმის IgG/IgM ანტისხეულის სწრაფი ტესტი ეფუძნება ლატერალური ნაკადის იმუნოქრომატოგრაფიულ სენდვიჩ-ანალიზს.

რეაგენტები და მასალები

  • ტესტის მოწყობილობა
  • ერთჯერადი კაპილარული პიპეტები
  • ანალიზის ბუფერი
  • ტესტის სახელმძღვანელო

შენახვა და მდგრადობა

კომპლექტის შენახვა შესაძლებელია ოთახის ტემპერატურაზე (4-30°C). ტესტის კომპლექტი მდგრადია ვადის გასვლის თარიღის ჩათვლით (24 თვე), რომელიც მითითებულია შეფუთვის ეტიკეტზე. ნუ გაყინავთ. ნუ შეინახავთ ტესტის კომპლექტს პირდაპირი მზის სხივების ქვეშ.

ნიმუშის მომზადება და შენახვა

  • ნიმუში უნდა მიიღოთ და შეინახოთ როგორც ეს ქვემოთ არის მოცემული. შეაგროვეთ სისხლი ავადმყოფი ცხოველისგან, მოახდინეთ ცენტრიფუგირება  შრატის მისაღებად ან მოათავსეთ სისხლი სინჯარაში, რომელიც შეიცავს ანტიკოაგულანტებს, რომ მიიღოთ პლაზმა.
  • ყველა ნიმუშს დაუყოვნებლივ უნდა ჩაუტარდეს ტესტირება. თუ არ ხდება მაშინვე ტესტირება, ისინი უნდა შეინახოთ 2-8℃-ზე.

ტესტის პროცედურა

  • ანალიზის დაწყებამდე ყველა მასალა ნიმუშისა და ტესტის მოწყობილობის ჩათვლით უნდა მივიდეს 15-25℃ ტემპერატურამდე.
  • ამოიღეთ ტესტის მოწყობილობა ფოლგის ჩანთიდან და მოათავსეთ ჰიროზონტალურად.
  • გამოიყენეთ კაპილარული პიპეტი რომ მოათავსოთ მომზადებული ნიმუშის 1 წვეთი ტესტის მოწყობილობის ნიმუშის ხვრელში “S”. შემდეგ დააწვეთეთ დაუყოვნებლივ ანალიზის ბუფერის 2 წვეთი (დაახლოებით 80მკლ) ნიმუშის ხვრელში.
  • წაიკითხეთ შედეგი 5-10 წუთში. 10 წუთის შემდეგ შედეგები მიიჩნევა არავალიდურად.

შედეგების განმარტება

  • IgG დადებითი (+): “C” ხაზის და “IgG” ხაზის არსებობა, რაც მიუთითებს რომ ცხოველი დაავადებულია ტოქსოპლაზმა გონდით.
  • IgM დადებითი (+): “C” ხაზის და “IgM” ხაზის არსებობა, რაც მიუთითებს რომ ცხოველის შესაძლო დაავადებაზე ტოქსოპლაზმა გონდით.
  • უარყოფითი (-): მხოლოდ მკაფიო C ხაზი მოჩანს.
  • არავალიდური: ფერადი ხაზი არ მოჩანს C ზონაში. არ აქვს მნიშვნელობა მოჩანს თუ არა IgG ან IgM ხაზი.

უსაფრთხოების ზომები

  • ანალიზის დაწყებამდე ყველა რეაგენტი უნდა მივიდეს ოთახის ტემპერატურამდე.
  • ნუ ამოიღებთ ტესტის კასეტას ჩანთიდან თუ არ იყენებთ მას მაშინვე.
  • ნუ გამოიყენებთ ტესტს მისი ვადის გასვლის შემდეგ.
  • აღნიშნული კომპლექტის კომპონენტები შემოწმებულია ხარისხის კონტროლზე როგორც სტანდარტული სერიის ნაწილი. ნუ შეურევთ სხვადასხვა პარტიის ნომრების მქონე კომპონენტებს
  • ყველა ნიმუში პოტენციური ინეფქციის წყაროა. მათთან ურთიერთობა და მართვა უნდა მოხდეს ქვეყნის წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით.

შეზღუდვა

ტოქსოპლაზმის IgG/IgM ანტისხეულის სწრაფი ტესტი არის მხოლოდ ინ ვიტრო ვეტერინალური დიაგნოსტირებისთვის. ყველა შედეგი უნდა იქნას გათვალისწინებული ვეტერინარისთვის ხელმისაწვდომ სხვა კლინიკურ ინფორმაციასთან ერთად. როდესაც დადებითი შედეგი მიიღება,რეკომენდირებულია შემდგომი კონფირმაციული მეთოდის გამოყენება.