ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
შემადგენლობა: ყოველი მლ შეიცავს აქტიურ ნივთიერებას
5 მგ ფლუმეტრინს
5 მგ ციფლუტრინს.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ფლუტრონ -FC დასასხმელი ხსნარი შეიცავს ფლუმეტრინს და ციფლუტრინს სინთეთიკური პირეთროიდებისგან. სინთეთიკური პირეთროიდები, ბუნებრივი პირეტრინების მსგავსად, მოქმედებენ როგორც კონტაქტური ტოქსინი და კუჭის ტოქსინი და არ გააჩნიათ სისტემური მოქმედება. ამ ჯგუფის ინსექტიციდები ლიპოფილურია.
კანზე დატანისას ფლუტრონ -FC დასასხმელი ხსნარი მთელს სხეულზე ვრცელდება და გადის რა ცხიმოვან უჯრედულ ზედაპირებზე რქოვანის შრესა და კანის უჯრედებს შორის. ფლუმეტრინი ნაწილდება მთელი კანის ზედაპირზე დატანიდან 4 საათში და ავლენს მოქმედებას კანის ცხომოვან ქსოვილში დაგროვების შემდეგ სხეულის მთელ ზედაპირზე.
ჩვენება: ფლუტრონ -FC დასასხმელი ხსნარი ნაჩვენებია მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში ტკიპის სამკურნალოდ ზრდის და განვითარების ეტაპებზე (Boophilus sp., Hyalomma sp., Rhipicephalus sp., Ixodes ricinus, Amblyomma sp., Dermacentor sp.), ძუძუმწოვარა და მკბენარ ტილებში (Haematopinus sternus, Linognathus vituli, Bovicola bovis), ფაკულტატურ და სტაციონარულ ბუზებში. ის ძირითადად ეფექტურია ბუზების შემდეგი სახეობების წინააღმდეგ:
მკბენარი ბუზები: Haematobia irritans (რქის ბუზი), Haematobia irritans exigua (კამეჩის ბუზი), Haematobia stimulans, Stomoxys calcitrans (შემოდგომის ბუზი)
ცხენის ბუზები: ტაბანუსი, პანგონია, ჰემატოპოტა (ცხენის ბუზი), ქრიზოპები, ჰიბომიტრა
ძუძუმწოვარა ბუზები: Musca fallalalis (სახის ბუზი), Hydrotaea irritans (თავის ბუზი), Morrelia spp., Musca domestica ve Fannia canicularis (სახლის ბუზი)
გამოყენების წესი და დოზირება: თუ არ არსებობს ვეტერინარის სხვაგვარი რეკომენდაცია, გახსენით პოლიეთილენის ბოთლის თავსახური და შეავსეთ ზედა ნაწილი საჭირო რაოდენობის ხსნარით, ბოთლის ოდნავ შეკუმშვით. შემდეგ გაუშვით და დაასხით ზედა ნაწილში არსებული ხსნარი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ზურგის გასწვრივ. გამოყენების დოზაა 0,5 მგ/კგ სხეულის წონაზე, ციფლუტრინის ფარმაკოლოგიური დოზის საფუძველზე. ამრიგად, რეალური დოზის ცხრილი შემდეგნაირად გამოიყურება:
| მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი | დოზა |
| 100 კგ სხეულის წონამდე | 10 მლ |
| 200 კგ სხეულის წონამდე | 20 მლ |
| 300 კგ სხეულის წონამდე | 30 მლ |
| 400 კგ სხეულის წონამდე | 40 მლ |
| 500 კგ სხეულის წონამდე და მეტი | 50 მლ |
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები სამიზნე სახეობებისთვის.
ტკიპები აქტიურდებიან, როდესაც ჰაერის ტემპერატურა იმატებს. საჭიროა პროგრამის შედგენა იმ პერიოდების გათვალისწინებით, როდესაც თეილერიოზისა და ბაბეზიოზის რისკი ყველაზე მაღალია. პრეპარატის რეკომენდებული გზით გამოყენების შემდეგ, დამცავი მოქმედება ფრენის სეზონში შეადგენს 4-8 კვირას. თუ პრეპარატი გამოიყენება მაშინ, როდესაც პირველი მომწიფებული ტკიპები ჩნდებიან სეზონის დასაწყისში, ეფექტის ხანგრძლივობა გრძელდება 6 – 8 კვირა. გამოყენება უნდა მოხდეს ჯანმრთელ კანზე და რეკომენდებული დოზის დაცვით.
სხნარით დამუსავების შემდეგ წვიმაში ცხოველების დასველება არ აფერხებს წამლის მოქმედებას ტკიპების მოსაკლავად და მდედრი ტკიპების გამრავლების თავიდან ასაცილებლად. ამასთან, გარე ფაქტორებმა, როგორიცაა გარემოს ტემპერატურა, ტკიპების რაოდენობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს დამცავი ეფექტის ხანგრძლივობაზე.
ფლუტრონ – FC მიღება ხელს უწყობს ცხოველების დაცვას ბუზებისაგან და მათგან ინფიცირებული მრავალი დაავადებისგან (Musca fallalis არის Moraxella bovis-ის ვექტორი, რომელსაც გადააქვს ინფექციური მცოხნელი პირუტყვის კერატოკონიუნქტივიტი და რომელიც ცნობილია მწვავე ეპიდემიური კონიუქტივიტის სახელით; Musca sp. და Stomoxys calcitrans ბუზები წარმოადგენენ სტეფანოფილარიაზის ვექტორს). მეორეს მხრივ, იგი ხელს უწყობს მოწველილი რძის რაოდენობის შემცირების, წონის კლების და რეპროდუქციული მუშაობის დარღვევის პრევენციას, რაც შეიძლება მოხდეს ცხოველების დაავადების დროს (განსაკუთრებით ბუზანკალის, Haematopota ან Haematobia-ის მიერ).
არ გამოიყენოთ პროდუქტი მზის პირდაპირი სხივების ქვეშ, წინააღმდეგ შემთხვევაში დატანის ადგილზე შეიძლება განვითარდეს სიწითლე და მგრძნობელობა. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საძოვარზე გაშვება უნდა მოხდეს მკურნალობის განხორციელებდან 3 – 4 საათის შემდეგ.
ფლუტრონ – FC დასასხმელ ხსნარს გააჩნია ორი სახის ეფექტი ტკიპებზე. პირველი არის მომაკვდინებელი მოქმედება მომწიფებულ ტკიპებზე და მათ ჭუპრებსა და მატლებზე; მეორე ეფექტი არის ის, რომ მდედრი ტკიპები წყვეტენ ცოცხალი კვერცხების დადებას და ხდებიან სტერილური მაშინაც კი, თუ ისინი შეეხებიან მცირე რაოდენობით ფლუმეტრინის ნარჩენებას კი.
გვერდითი მოვლენები:ზოგიერთ ცხოველში, განსაკუთრებით ღია ფერის კანის მქონე ცხოველებში, შეიძლება მოხდეს კანის დროებითი გაღიზიანება გამოყენების ადგილზე. სიმპტომები სპონტანურად ქრება რამდენიმე დღეში.
უკუჩვენებები:
არ გამოიყენოთ იმ ცხოველებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან აქტიური ინგრედიენტის მიმართ. ფლუტრონ – FC დასასხმელი ხსნარი განკუთვნილია მხოლოდ გარე გამოყენებისათვის.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: ორგანოფოსფორის ნაერთები ანელებენ ან აფერხებენ პირეთროიდების ჰიდროლიზს, რაც ზრდის პრეპარატის ტოქსიკურობას ძუძუმწოვრების მიმართ. სხვა პირეთროიდები ზრდიან პრეპარატის ეფექტურობას.
ლოდინის პერიოდი:
მსხვ.რქ.პირუტყვის რძის და ხორცი -0 დღე.
შენახვის პირობები: შეინახეთ პროდუქტი მუყაოს კოლოფში, მჭიდროდ დახურული, 25-°C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე, არ გაყინოთ.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი
გამოშვების ფორმა: 100 მლ და 500 მლ თეთრი ფერის პოლიეთილენის ბოთლებში მუყაოს ყუთებში და 1 ლიტრიან, 5 ლიტრიან, 20 ლიტრიან და 25 ლიტრიან თეთრი ფერის პოლიეთილენის ბოთლებში, ყუთების გარეშე.

