ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
ფლუვამიდი
შემადგენლობა: ფლუვამიდის 1 ფირფიტა მოქმედი ნივთიერებების სახით შეიცავს მჟაუნმჟავას – 1.9 გ, ხოლო დამხმარე ნივთიერების სახით – ღვიის ეთერზეთს, აბზინდის ეთერზეთს, დიმეთილსულფოქსიდს, ეთილცელოზოლვს, საფილტრავ მუყაოს.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ფლუვამიდი მიეკუთვნება აკარიციდული სამკურნალო საშუალებების ფარმაკოთერაპიულ ჯგუფს.
ფლუვამიდის შემადგენლობაში შემავალ მჟაუნმჟავას აქვს გამოხატული აკარიციდული და რეპელენტური მოქმედება Varroa destructor da Acarapis Woodi–ის ზრდასრული ფორმების წინააღმდეგ.
ფლუვამიდს, გარდა სპეციფიკური აკარიციდული მოქმედებისა, აქვს ასევე ბაქტერიციდული, ფუნგიციდური და ინსექტიციდური მოქმედება, რაც ეხმარება ფუტკრის ოჯახებს დამოუკიდებლად დაძლიონ სხვადასხვა დაავადებები.
ფლუვამიდი არ არის ტოქსიკური ფუტკრებისთვის, რეკომენდებული დოზებით არ ახდენს უარყოფით გავლენას ოჯახების ცხოველქმედობაზე და პროდუქტიულობაზე.
გამოყენების წესი და დოზირება: პრეპარატ ფლუვამიდს იყენებენ მეთაფლია ფუტკრების ვაროატოზისა და აკარაპიდოზის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის საგაზაფხულო და საშემოდგომო პერიოდში ფუტკრის მინიმალური ნამატის დროს.
სავაჭრო თაფლში პრეპარატის კომპონენტების მოხვედრისგან თავიდან აცილების მიზნით, აკრძალულია პრეპარატის გამოყენება თაფლის მთავარი შეგროვების დაწყებამდე სულ მცირე 14 დღის განმავლობაში.
ფლუვამიდს იყენებენ გაზაფხულის და შემოდგომის პერიოდებში. პრეპარატს ათავსებენ სკებში 10-12 ბუდე-ჩარჩოზე 2 ფირფიტის გაანგარიშებით. მცირე ოჯახებისთვის (6 ჩარჩომდე), ახალი ოჯახებისა და ნუკლეუსებისთვის საკმარისია 1 ფირფიტა, რომელსაც ათავსებენ ფუტკრის ბუდის ცენტრში. სუსტ ოჯახში ერთი ფირფიტა უნდა დაიკიდოს 3 და 4 ფიჭის ჩარჩოებს შორის, ძლიერ ოჯახში – ერთი ფირფიტა – 3 და 4 ფიჭის ჩარჩოებს შორის, მეორე ფირფიტა – 7 და 8 ფიჭის ჩარჩოებს შორის. ფირფიტებს ტოვებენ ოჯახებში 3-30 დღის განმავლობაში, გადაბეჭდილი ბარტყის რაოდენობის მიხედვით, რის შემდეგაც მათ იღებენ.
გვერდითი არ აღინიშნება.
ფუტკრებში პრეპარატის დოზის გადაჭარბების სიმპტომები დადგენილი არ არის.
უკუჩვენებები: ფლუვამიდი არ უნდა გამოიყენოთ სხვა აკარიციდულ სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
აკრძალულია პრეპარატის გამოყენება ფუტკრებისთვის თაფლის მთავარი შეგროვების პერიოდში,
ლოდინის პერიოდი: თაფლი:14 დღე.
შენახვის პირობები: პრეპარატს ინახავენ მწარმოებლის დახურულ შეფუთვაში, პირდაპირი მზის სხივებისგან დაცულ ადგილზე, ცალკე საკვები პროდუქტებისა და ცხოველების საკვებისგან, 00-250 ტემპერატურაზე.
პრეპარატი უნდა შეინახოთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
შეფუთვის გახსნის შემდეგ პრეპარატი შენახვას არ ექვემდებარება.
შეფუთვა: პრეპარატი ფლუვამიდი გამოდის 4, 6, 8, 10 ფირფიტის დაფასოებით ჰერმეტულად შეკრული მეტალიზებული ფირის პაკეტებში.

