დეტალური აღწერა

შემადგენლობა: პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას:

0,15 გ ენროფლოქსაცინის ფუძეს.

ფარმაკოლოგიური თვისებებიენროფლოქსაცინს ანტიბაქტერიული და ანტიმიკოპლზმური მოქმედების ფართო სპექტრი აქვს გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების უმეტესობის, მათ შორის, Escherichia coli, Salmonella spp., Enterobacter spp., Proteus spp., Haemophilus spp., Klebsiella spp., Pasteurella multocida, Pseudomonas aeruginosa, Bordetella spp., Campylobacter spp., Erysipelothrix rhusiopathiae, Corynebacterium spp., Staphylococcus spp., Streptococcus spp., Actinobacillus spp., Clostridium spp., Fusobacterium necrophorum, Bacteroides spp., ასევე, Mycoplasma spp. მიმართ.

ჩვენებები: პრეპარატს იყენებენ კოლიბაქტერიოზით, პასტერელოზით, სალმონელოზით, მიკოპლაზმოზით, სტაფილოკოკოზით, შერეული ინფექციებით, დაუდგენელი ეტიოლოგიის ინფექციებით, ვირუსული დაავადებების ბაქტერიული გართულებებით დასნებოვნებული მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მოზარდეულის, ღორის, ძაღლისა და კატის სამკურნალოდ.

გამოყენების წესი  და დოზირება: პრეპარატს აძლევენ პერორალურად, საკვებთან ან წყალთან შერევით, 24 საათში ერთხელ, 3-5 დღის განმავლობაში.

პრეპარატის დოზა მოქმედი ნივთიერების მიხედვით არის 0,005 გ/კგ მასაზე, ან ერთი ტაბლეტი ცხოველის მასის ყოველ 30 კგ-ზე.

გვერდითი მოვლენები: ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ხანმოკლე დარღვევა.

უკუჩვენებები: არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება მაკროლიდების, ტეტრაციკლინის ჯგუფების ანტიბიოტიკებთან და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან ერთად.

ლოდინის პერიოდი: ხორცი  14 დღე.

შენახვის პირობები: სინათლისა და ტენისგან დაცულ ადგილას, + 2°C-დან + 25°C-მდე ტემპერატურის პირობებში.

შენახვის  ვადა: 3 წელი.

გამოშვების ფორმა:  პოლიმერული მასალისგან დამზადებულ საფუთავებში 25, 50, 100, 250, 500 ტაბლეტის ოდენობით, ან სტრიპ-საფუთავებში 3, 6, 12, 15, 18 ტაბლეტის ოდენობით.