დეტალური აღწერა

ნოვალჰა-50

დიპირონის ინექცია 50%

შემადგენლობა:

თითოეული მლ შეიცავს:

დიპირონი ………………………………………………………………………………………….        500 მგ

დამხმარე ნივთიერებები (დანამატები) …………………………………………….         1 მლ

ჩვენებები:

კოლიკის, საყლაპავის ობსტრუქციის და მუცლის ღრუს ორგანოების სხვა სპაზმის მსგავსი მდგომარეობები, ასევე პარეზის დროს ტკივილები, სპაზმები, მაღალი ტემპერატურა.

რევმატიული მდგომარეობები, როგორიცაა მწვავე და ქრონიკული ართრიტი, ტენდოვაგინიტი, ნევრიტი და ნევრალგია.

გამოყენების წესი და დოზირება:

პრეპარატი განკუთვნილია ინტრამუსკულარული ან ნელი ინტრავენური ინექციისთვის.

ცხენები: 20 – 50 მლ (მხოლოდ ინტრავენურად)

ღორები: 10 – 30 მლ

კვიცები: 5 – 15 მლ (მხოლოდ ინტრავენურად)

გოჭები, ძაღლები: 1 – 3 მლ

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: 20 – 40 მლ

ხბოები: 5 – 10 მლ

საჭიროების შემთხვევაში, ინექციები შეიძლება განმეორდეს იმავე დღეს, მინიმუმ რვასაათიანი ინტერვალებით.

გვერდითი მოვლენები:

მეტამიზოლის ძირითადი არასასურველი ეფექტები განპირობებულია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებით. ყველაზე მნიშვნელოვანია შოკი.

შოკის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დაწყებულ უნდა იქნას სიმპტომური მკურნალობა (ადრენალინი, შემდეგ კორტიკოიდები, საჭიროების შემთხვევაში, ანტიჰისტამინური საშუალებები).

უკუჩვენებები:

პრეპარატი არ გამოიყენება აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

არ გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის წყლულის, ღვიძლის, გულის ან თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში.

არ გამოიყენება კატებში ბენზილის სპირტის შემცველობის გამო.

ლოდინის პერიოდი:

ხორცი და სუბპროდუქტები:

ცხენი (მხოლოდ ინტრავენურად): 6 დღე

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: 13 დღე

ღორი: 3 დღე.

რძე (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი): 2-4 დღე (5 მოწველა)

არ გამოიყენება იმ ფაშატებში, რომლებიც ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილ რძეს იძლევიან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან.

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა:

36 თვე.