ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
კეტოპროფენი ბიოვეტა 100 მგ/მლ
საინექციო ხსნარი
შემადგენლობა: თითოეული მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
კეტოპროფენი 100 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ბენზილის სპირტი (E 1519) 10 მგ
გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ფერის ხსნარი.
სამიზნე სახეობები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხენები, ღორები.
ჩვენებები:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი:
– სასუნთქი გზების ინფექციებით გამოწვეული ანთების და ცხელების შემსუბუქება, საჭიროების შემთხვევაში ანტიმიკრობულ მკურნალობასთან ერთად.
– მწვავე კლინიკური მასტიტის დროს ანთების, ცხელების სიმპტომების და ტკივილის შემსუბუქება, საჭიროების შემთხვევაში, ანტიმიკრობულ მკურნალობასთან ერთად.
– მშობიარობის შემდგომი სარძევე ჯირკვლის შეშუპებასთან დაკავშირებული ანთების და ტკივილის შემსუბუქება.
– ძვალ-კუნთოვანი სისტემის დარღვევებთან დაკავშირებული ანთების, ცხელების სიმპტომების და ტკივილის შემსუბუქება (მაგალითად, მშობიარობის შემდგომი პარეზის, კოჭლობის, ართრიტის, ტრავმული დაზიანებების და დისტოციის (საშვილოსნოს ყელის შეკუმშვა) დამხმარე მკურნალობა).
ცხენები
– ძვალ-სახსროვანი და ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის დარღვევებთან (ტრავმული წარმოშობის კოჭლობა, ართროზი, ართრიტი, ოსტეიტი, ტენდინიტი, ბურსიტი, ნავისებრი ძვლის ანთება, ლამინიტი, მიოზიტი და ოპერაციის შემდგომი ანთება) დაკავშირებული ანთების და ტკივილის შემსუბუქება.
– კოლიკით გამოწვეული ტკივილის შემსუბუქება.
– ცხელების შემსუბუქება.
ღორები
– მეტრიტის, მასტიტის, აგალაქტიის (MMA) სინდრომით გამოწვეული ანთების და ცხელების სიმპტომების შემსუბუქება და სასუნთქი გზების ინფექციების დროს, საჭიროების შემთხვევაში ანტიმიკრობულ მკურნალობასთან კომბინაციაში.
გამოყენების წესი და დოზირება:
მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში პრეპარატი შეიყვანება ინტრამუსკულარული ან ინტრავენური გზით.
ცხენებში პრეპარატი შეიყვანება ინტრავენური გზით.
ღორებში პრეპარატი შეიყვანება ინტრამუსკულარული გზით.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი:
3 მლ პრეპარატი ყოველ 100 კგ სხეულის წონაზე, დღეში ერთხელ, არაუმეტეს 3 დღის განმავლობაში.
ცხენები:
1 მლ პრეპარატი ყოველ 45 კგ სხეულის წონაზე, დღეში ერთხელ, არაუმეტეს 3- 5 დღის განმავლობაში.
ცხენის კოლიკის შემთხვევაში, როგორც წესი, საკმარისია 2.2 მგ კეტოპროფენის ერთჯერადი მიღება სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე. კოლიკის რეციდივის შემთხვევაში, შეიძლება გაკეთდეს მეორე ინექცია, მაგრამ მას წინ უნდა უძღოდეს საფუძვლიანი განმეორებითი კლინიკური გამოკვლევა.
ღორები:
3 მლ პრეპარატი ყოველ 100 კგ სხეულის წონაზე, ერთჯერადად.
გვერდითი მოვლენები:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხენები, ღორები:
| ძალიან იშვიათი (<1 ცხოველი / 10,000 ნამკურნალები ცხოველიდან, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით): |
ალერგიული რეაქცია |
| განუსაზღვრელი სიხშირე (არსებული მონაცემებით მისი შეფასება შეუძლებელია) | თირკმლის დარღვევა NOS
საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები – კუჭის წყლული მადის უკმარისობა1 გამოყენების ადგილის გაღიზიანება2 |
1 ღორებში განმეორებითი შეყვანის შემდეგ. მადის დაკარგვა შექცევადია.
2 ინტრამუსკულარული ინექციის შემდეგ გარდამავალი გაღიზიანება.
უკუჩვენებები:
- პრეპარატი არ გამოიყენება ღვიძლის, გულის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ცხოველებში.
- პრეპარატი არ გამოიყენება კუჭ-ნაწლავის წყლულის, ჰემორაგიული სინდრომების და სისხლის პათოლოგიის მქონე ცხოველებში.
- არ შეიძლება სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (აას პრეპარატების) მიღება ერთდროულად ან ერთი-მეორის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, ან შარდმდენებთან ან ანტიკოაგულანტებთან ერთად.
- პრეპარატი არ გამოიყენება აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
- პრეპარატის მიცემა არ შეიძლება მაკე ფაშატებისთვის.
- ვეტერინარული სამკურნალო პრეპარატის გამოყენება 15 დღეზე ნაკლები ასაკის კვიცებში არ არის რეკომენდებული. 6 კვირაზე ნაკლები ასაკის ცხოველებში ან ხანდაზმულ ცხოველებში გამოყენებამ შეიძლება დამატებითი რისკი გამოიწვიოს. თუ ასეთი გამოყენების თავიდან აცილება შეუძლებელია, შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება და სიფრთხილის ზომების გაძლიერება.
- პრეპარატის შეყვანა არ შეიძლება ინტრაარტერიულად.
მაკეობა და ლაქტაცია:
შეიძლება გამოყენებულ იქნას ძროხებსა და ნეზვებში მაკეობის პერიოდში.
პრეპარატი არ გამოიყენება მაკე ფაშატებში.
ლოდინის პერიოდი:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი:
ხორცი და სუბპროდუქტები: ინტრამუსკულარული გზით შეყვანის შემდეგ: 4 დღე
ინტრავენური გზით შეყვანის შემდეგ: 1 დღე
რძე: ნული საათი
ღორები: ხორცი და სუბპროდუქტები: 4 დღე.
ცხენები: ხორცი და სუბპროდუქტები: 1 დღე.
არ არის ნებადართული პრეპარატის იმ ცხენებში გამოყენება, რომლებიც ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილ რძეს აწარმოებენ.
შენახვის პირობები:
დაიცავით გაყინვისგან და სინათლისგან.
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
შეფუთვის პირველი გახსნის შემდეგ: 28 დღე.
შეფუთვა: მუყაოს კოლოფი 1×100 მლ ფლაკონის შემცველობით.

