დეტალური აღწერა
თვალის და ინტრანაზალური წვეთები
შემადგენლობა: 1 მლ პრეპარატი შეიცავს: ბის (პირიდინ2,6–დიკარბოქსილატს) – 1,5 მგ, ქლორირებულ ნატრიუმს – 5,5 მგ, მონოეთანოლამინს – 0,00008 მლ, საინექციო წყალს – 1 მლმდე.
ჩვენება:
გამოიყენება ძაღლის და კატის
- სხვადასხვა ეტიოლოგიის რინიტების
- კონიუნქტივიტების
- კერატოკონიუნქტივიტების სამკურნალოდ.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
- მაქსიდინი 0,15 წარმოადგენს იმუნოსტიმულატორს, ინტერფერონის ინდუქტორს.
- ახდენს მასტიმულირებელ მოქმედებას ჰუმორალურ და უჯრედოვან იმუნიტეტზე.
- აბრკოლებს ვირუსული ცილების ტრანსლაციას.
- ახდენს ბუნებრივი რეზისტენტობის სტიმულირებას.
- ზრდის იმუნური სისტემის უჯრედების (მაკროფაგების, T და Bლიმფოციტების) აქტივობას.
მიღების წესი და დოზირება: პრეპარატის 1–2 წვეთს აწვეთებენ ცხვირში ან თვალში 2–3ჯერ დღეში გამოჯანმრთელებამდე, მაგრამ არა უმეტეს 14 დღისა.
გვერდითი მოვლენები:
- ორგანიზმზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით პრეპარატი მიეკუთვნება ნაკლებად სახიფათო ნივთიერებებს.
- რეკომენდებული დოზებით პრეპარატი არ ახდენს ადგილობრივგამაღიზიანებელ, ალერგიულ, ემბრიოტოქსიკურ, ტერატოგენურ და კანცეროგენურ მოქმედებას.
- ალერგიული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ანტიჰისტამინური საშუალებების დანიშვნა.
უკუჩვენებები: არ გააჩნია. პრეპარატის გამოყენება არ ზღუდავს სხვა სამკურნალო საშუალებების და საკვები დანამატების გამოყენებას.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ და იზოლირებულ ადგილას, 4–250Cზე.
შენახვის ვადა: 2 წელი.
შეფუთვის ფორმა: 5 მლ შუშის ფლაკონები.

