ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

მაროპიტანტი ბიოვეტა 10 მგ/მლ

საინექციო ხსნარი

შემადგენლობა: თითოეული მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

მაროპიტანტი (მაროპიტანტის ციტრატის მონოჰიდრატის სახით) 10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218)    2.20 მგ

პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი              0.22 მგ

გამჭვირვალე, უფერო ან ღია ყვითელი ფერის ხსნარი, ხილული ნაწილაკების გარეშე.

სამიზნე სახეობები: ძაღლები და კატები.

ჩვენებები:

ძაღლები:

  • ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევის სამკურნალოდ და პრევენციისთვის.
  • პირღებინების პრევენციისთვის, გარდა ტრანსპორტირებით გამოწვეული გულისრევისა.
  • პირღებინების სამკურნალოდ, სხვა დამხმარე ღონისძიებებთან ერთად.
  • პერიოპერაციული გულისრევისა და პირღებინების პრევენციისთვის და ზოგადი ანესთეზიიდან გამოსვლის გასაუმჯობესებლად.

კატები:

  • პირღებინების პრევენციისთვის და გულისრევის შესამცირებლად, გარდა ტრანსპორტირებით გამოწვეული გულისრევისა.
  • პირღებინების სამკურნალოდ, სხვა დამხმარე ღონისძიებებთან ერთად.

გამოყენების წესი და დოზირება:

პრეპარატი გამოიყენება ძაღლებსა და კატებში კანქვეშა ან ინტრავენური გზით.

ვეტერინარული სამკურნალო პრეპარატის ინექცია უნდა ჩატარდეს დღეში ერთხელ, 1 მლ ვეტერინარული სამკურნალო პრეპარატი / 10 კგ სხეულის წონაზე, ზედიზედ 5  დღის განმავლობაში. ვეტერინარული სამკურნალო პრეპარატი უნდა შეიყვანოთ ინტრავენურად ერთჯერადად სწრაფი ინექციის სახით

პირღებინების თავიდან ასაცილებლად, ვეტერინარული სამკურნალო პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს 1 საათზე მეტი ხნით ადრე. ეფექტის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 24 საათს და შესაბამისად, ვეტერინარული სამკურნალო პრეპარატი შეიძლება მიღებულ იქნას პირღებინების გამომწვევი ნივთიერების მიღებამდე, მაგალითად, ქიმიოთერაპიამდე წინა საღამოს.

გამომდინარე იქიდან, რომ ფარმაკოკინეტიკური ვარიაცია დიდია და მაროპიტანტი ორგანიზმში გროვდება დღეში ერთხელ განმეორებითი მიღების შემდეგ, ზოგიერთ სუბიექტში, ამიტომ დოზის გამეორებისას შეიძლება საკმარისი იყოს რეკომენდებულზე დაბალი დოზების მიღება.

გვერდითი მოვლენები:

ძაღლები და კატები:

ძალიან ხშირი

(>1 ცხოველი / 10 ნამკურნალები ცხოველიდან)

ტკივილი ინექციის ადგილზე1,2
ძალიან იშვიათი
(<1 ცხოველი / 10,000 ნამკურნალები ცხოველიდან, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით):
ანაფილაქსიური ტიპის რეაქცია (ალერგიული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ერითემა, კოლაფსი, ქოშინი, ფერმკრთალი ლორწოვანი გარსები).

ლეთარგია

ნევროლოგიური დარღვევა (ატაქსია, კრუნჩხვები, გულყრა, კუნთების ტრემორი)

1       კატებში – საშუალოდან მძიმემდე (კატების დაახლოებით ერთ მესამედში) კანქვეშ შეყვანის შემთხვევაში.

2       ძაღლებში – კანქვეშ შეყვანისას.

უკუჩვენებები

პრეპარატი არ გამოიყენება აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

სპეციალურ სიფრთხილის ზომები

პირღებინება შეიძლება უკავშირდებოდეს სერიოზულ, მძიმედ დამაუძლურებელ მდგომარეობებს, მათ შორის კუჭ-ნაწლავის ობსტრუქციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა ჩატარდეს შესაბამისი დიაგნოსტიკური შეფასებები.

კარგი ვეტერინარული პრაქტიკა მიუთითებს, რომ პირღებინების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება უნდა მოხდეს სხვა ვეტერინარულ და დამხმარე ღონისძიებებთან ერთად, როგორიცაა კვების კონტროლი და სითხის ჩანაცვლებითი თერაპია, პირღებინების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის პარლელურად.

ვეტერინარული სამკურნალო პრეპარატის გამოყენება ტრანსპორტირებით გამოწვეული პირღებინების დროს არ არის რეკომენდებული.

ძაღლები:

მიუხედავად იმისა, რომ მაროპიტანტი ეფექტიანი აღმოჩნდა ქიმიოთერაპიით გამოწვეული პირღებინების როგორც მკურნალობის, ასევე პროფილაქტიკის დროს, აღმოჩნდა, რომ ის უფრო ეფექტიანია პროფილაქტიკური მიზნებით გამოყენების შემთხვევაში. ამიტომ, რეკომენდებულია ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატის მიღება ქიმიოთერაპიული საშუალების მიღებამდე.

კატები:

მაროპიტანტის ეფექტიანობა გულისრევის შემცირების კუთხით დადასტურდა მოდელის გამოყენებით ჩატარებულ კვლევებში (ქსილაზინით გამოწვეული გულისრევა).

მაკეობა და ლაქტაცია:

ვეტერინარული სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოება მაკეობისა და ლაქტაციის პერიოდში დადგენილი არ არის.

ჭარბი დოზირება:

კანქვეშა შეყვანის შემდეგ ინექციის ადგილას გარდამავალი რეაქციების გარდა, მაროპიტანტი კარგად აიტანება ძაღლებსა და ახალგაზრდა კატებში, რომლებსაც ყოველდღიურად უკეთებდნენ 5 მგ/კგ-მდე (რეკომენდებულ დოზაზე 5-ჯერ მეტ) დოზას 15 თანმიმდევრული დღის (რეკომენდებული მიღების ხანგრძლივობაზე 3-ჯერ მეტი დროის) განმავლობაში. ზრდასრულ კატებში დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები არ არის წარმოდგენილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვეტერინარული სამკურნალო პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსკუთრებულ პირობებს.

შენახვის ვადა:  შეფუთვის პირველი გახსნის შემდეგ: 28 დღე.

შეფუთვა: მუყაოს კოლოფი 10 მლ-იანი 1 ფლაკონის შემცველობით.