ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

ურისტოპი 40 მგ/მლ

სიროფი ძაღლებისთვის.

შემადგენლობა:

თითოეული მლ შეიცავს აქტიურ ნივთიერებას:

ფენილპროპანოლამინი ……………………………………………………………          40.28 მგ

(რაც წარმოადგენს 50 მგ ფენილპროპანოლამინის ჰიდროქლორიდის ექვივალენტურს)

სამიზნე სახეობა: ძაღლები.

ჩვენება:  შარდსადენის სფინქტერის დისფუნქციით გამოწვეული შარდის შეუკავებლობის მკურნალობა ძუ ძაღლებში. ეფექტიანობა დადასტურებულია მხოლოდ იმ ძუ ძაღლებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ოვარიოჰისტერექტომია.

გამოყენების წესი და დოზირება:

პრეპარატი მიიღება პერორალური გზით. რეკომენდებული დოზაა 0.5 მლ პრეპარატი 5 კგ სხეულის წონაზე დღეში 3-ჯერ, ვეტერინარული პრეპარატის შეწოვა იზრდება, როდესაც მას უზმოზე მყოფ ძაღლებს აძლევენ. სწორი დოზირების უზრუნველსაყოფად, ცხოველის წონა უნდა განისაზღვროს მაქსიმალურად ზუსტად.

  • თავსახური მოხსენით მძლავრად დაჭერით და საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობით.
  • დოზირების შპრიცის დგუში ბოლომდე ქვემოთ ჩაიყვანეთ და თავი მოათავსეთ თავსახურის ნახვრეტში, მჭიდროდ ჩაუშვით ქვემოთ.
  • ამოაბრუნეთ ფლაკონი და დგუში თქვენკენ მოქაჩეთ, ნელა შეუშვით ვეტერინარული მედიკამენტი დოზირების შპრიცში, რათა თავიდან აიცილოთ ჰაერის ბუშტუკების წარმოქმნა. გააჩერეთ დგუშის ნიშნულთან, რომელიც შეესაბამება ვეტერინარული პრეპარატის საჭირო რაოდენობას.
  • გაასწორეთ ფლაკონი და მოათავსეთ დოზირების შპრიცის ქვედა ნაწილი, ფლაკონის ყელთან ახლოს, ფრთხილად, ბრუნვით ამოიღეთ დოზირების შპრიცი ფლაკონიდან.
  • დაიკავეთ დოზირების შპრიცი ძაღლის საკვების ზემოთ და დააჭირეთ დგუშს, რათა დარწმუნდეთ, რომ ვეტერინარული პრეპარატის სრულ დოზას იყენებთ.
  • დაახურეთ ფლაკონს თავსახური და დაატრიალეთ საათის ისრის მიმართულებით. შეინახეთ ფლაკონი უსაფრთხო ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
  • დოზირების შპრიცის სუფთა ადგილზე შენახვამდე, წვერი სუფთა ნაჭრით ან ქაღალდის ხელსახოცით გაამშრალეთ. დოზირების შპრიცის გასარეცხად ამოიღეთ დგუში და ორივე ელემენტი ცხელი წყლით გარეცხეთ.
  • ფრთხილად გააშრეთ, დგუშის ხელახლა მოთავსებამდე დარწმუნდით, რომ დოზირების შპრიცის შიდა მხარე მშრალია.

გვერდითი მოვლენები

იშვიათი

(10 000 ნამკურნალევი ცხოველიდან ვლინდება 1-დან 10 ცხოველში):

თხევადი განავალი 1, სითხიანი დიარეა 1 პირღებინება, ლეთარგია.
ძალიან იშვიათი

(10 000 ნამკურნალევი ცხოველიდან ვლინდება 1-ზე ნაკლებ ცხოველში, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით):

მადის დაქვეითება1, კოლაფსი, თავბრუსხვევა, ატაქსია, სისხლის წნევის მატება, გულისცემის გახშირება, არითმია1, ჰიპერაქტიურობა (მათ შორის აღგზნებადობა), აგრესიულობა, პოლიურია, პოლიდიფსია ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, კრუნჩხვები.

1       მკურნალობის გაგრძელება შესაძლებელია გამოვლენილი გვერდითი მოვლენების სიმძიმის შესაბამისად.

უკუჩვენებები

პრეპარატი არ გამოიყენება იმ ცხოველებში, რომლებიც მკურნალობენ  მონოამინოქსიდაზას არასელექციური ინჰიბიტორებით. პრეპარატი ასევე არ გამოიყენება აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

განსაკუთრებული გაფრთხილებები

განსაკუთრებული გაფრთხილებები:

პრეპარატი არ გამოიყენება ქცევითი ცვლილებებით გამოწვეული შარდვის  პრობლემების სამკურნალოდ. 1 წლამდე ასაკის ძუ ძაღლებში მკურნალობის დაწყებამდე გათვალისწინებული უნდა იქნას ანატომიური დარღვევებით გამოწვეული შეუკავებლობის ალბათობა.

მაკეობა და ლაქტაცია:

პრეპარატი არ გამოიყენება მაკეობის და ლაქტაციის პერიოდში.

დოზის გადაჭარბება:

ჯანმრთელ ძაღლებში, რეკომენდებულ დოზაზე 5-ჯერ მეტი დოზის მიღებისას გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.

შენახვის პირობები:

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ეს ვეტერინარული მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. არ გამოიყენოთ მედიკამენტი ეტიკეტზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის ვადა: შეფუთვის პირველი გახსნის შემდეგ: 3 თვე.

შეფუთვა:

50 მლ ფლაკონის და დოზირების შპრიცის შემცველი კოლოფი

100 მლ ფლაკონისა და დოზირების შპრიცის შემცველი კოლოფი