დეტალური აღწერა

შემადგენლობა: 1,0 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს:

20 მგ მარბოფლოქსაცინს

20 მგ რიბავირინს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მარბოფლოქსაცინს ბაქტერიოციდული მოქმედების ფართო სპექტრი აქვს გრამდადებით (განსაკუთრებით Staphylococcus spp.) და გრამუარყოფით (Escherichia coli, Pasteurella spp., Actinobacillus pleuropneumoniae) მიკროორგანიზმებზე,  მიკოპლაზმებზე (Mycoplasma spp.), ქლამიდიებსა (Chlamydia spp.) და რიკეტსიებზე (Ricketsia spp.).

ჩვენებები: პრეპარატს იყენებენ კოლიბაქტერიოზით, პასტერელოზით, სალმონელოზით, მიკოპლაზმოზით, ქლამიდიოზით, სტაფილოკოკოზით, წითელი ქარითა და ღორის ბორდეტელიოზით, მეტრიტ-მასტიტ-აგალაქტიის (MMA) სინდრომით, ბაქტერიული და ვირუსული ეტიოლოგიის ასოციაციური დაავადებებით, რესპირატორული ორგანოებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დამაზიანებელი ვირუსული დაავადებებით, დაუდგენელი ეტიოლოგიის ინფექციებითა და პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე გამომწვევებით გამოწვეული სხვა ინფექციებით დაავადებული ხბოების, ღორების, ძაღლებისა და კატების სამკურნალოდ.

გამოყენების წესი  და დოზირება: ხბოს, ღორს, ძაღლსა და კატას პრეპარატს უკეთებენ კუნთებში ან კანქვეშ დოზით: 1 მლ – ცხოველის მასის ყოველ 10 კგ-ზე, დღეში ერთხელ, 3-5 დღის განმავლობაში, თანაბარი ინტერვალებით.

გვერდითი მოვლენები: პრეპარატის კუნთებში ან კანქვეშ შეყვანისას ინექციის ადგილზე შეიძლება აღინიშნოს შეშუპება, რომელიც მალე ქრება.

უკუჩვენებები: არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ამფენიკოლის, ტეტრაციკლინის, მაკროლიდების ჯგუფების ანტიბიოტიკებთან, ასევე, ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდულ საშუალებებთან (სალიცილატებთან, იბუპროფენთან, რიმადილთან, მელოქსიკამთან, აინილთან) ერთად.

ლოდინის პერიოდი: ხორცი: ხბოების-6 დღე , ღორების-4 დღე.

შენახვის პირობები: სინათლისა და ტენისგან დაცულ ადგილას, პლუს 2°C-დან პლუს 25°C-მდე ტემპერატურის პირობებში. დაუშვებელია პრეპარატის გაყინვა.

შენახვის  ვადა: 2 წელი.

ფლაკონის პირველი გახსნის შემდეგ 28 დღე.

გამოშვების ფორმა: 100 მლ შუშის ფლაკონი.