ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
შემადგენლობა:1 მლ ხსნარი შეიცავს აქტურ ნივთირებას
100 მგ მარბოფლოქსაცინს.
ფარმაკოლოგიური თვისებები: მარბოფლოქსაცინი არის ფლუოროქინოლონის ანტიბიოტიკი, რომელიც მოქმედებს დნმ-გირაზის ფერმენტის ინჰიბირებით. იგი განსხვავდება სხვა ფლუოროქინოლონებისაგან თავისი სტრუქტურის ოქსადიაზინის რგოლის გამო. ეს რგოლი უზრუნველყოფს ხანგრძლივ ნახევარგამოყოფის პერიოდს და კარგ ბიოშეღწევადობას მოლეკულისთვის.
მარბოფლოქსაცინი არის ფართო სპექტრის ბაქტერიციდული საშუალება. ეფექტურია გრამდადებითი ბაქტერიების (განსაკუთრებით Staphylococcus, Streptococcus), გრამუარყოფითი ბაქტერიების (Escherichia coli, Salmonella typhimurium, Citrobacter freundii, Enterobacter cloacae, Serratia marcescens, Morganella morganii, Proteus sp., Klebsiella sp, sp., Pasteurella sp., Haemophilus sp., Moraxella sp., Pseudomonas sp., Brucella canis) და Mycoplasma sp.-ის წინააღმდეგ.
ფლუოროქინოლონური ანტიბიოტიკების უმრავლესობა ნაკლებად ეფექტურია ანაერობული ბაქტერიების წინააღმდეგ.
ქინოლონის ბირთვი უზრუნველყოფს ანტიბაქტერიულ ეფექტს გრამუარყოფითი ბაქტერიების წინააღმდეგ. ფტორის ატომი ასევე აძლიერებს ბაქტერიციდულ მოქმედებას აფართოებს რა მოქმედების სპექტრს პროცესში გრამდადებითი ბაქტერიების ჩართვით. ის ავლენს ბაქტერიციდულ მოქმედებას ფსევდომონას და მიკოპლაზმებზეც.
ჩვენება: მარბოფლექსის 10% საინექციო ხსნარი ნაჩვენებია მსხვ.რქ.პირუტყვში სასუნთქი სისტემის ინფექციების, მწვავე მასტიტისა და მეტრიტის სამკურნალოდ, გამოწვეული P. multocida, P. haemolytica და Mycoplasma bovis-ს მიერ.
გამოყენების წესი და დოზირება:
სასუნთქი სისტემის ინფექციები: კუნთშიდა გზით (IM) ერთჯერადი დოზით 8 მგ/კგ წონაზე, ანუ 2 მლ ყოველ 25 კგ წონაზე.
კუნთშიდა გზით (ინტრავენურად), ინტრავენურად (IV) ან კანქვეშ (SC) დოზით 2 მგ / კგ წონაზე დღეში, ანუ 1 მლ ყოველ 50 კგ წონაზე. მკურნალობა გრძელდება 3-5 დღის განმავლობაში.
მწვავე მასტიტი და მეტრიტი: კუნთშიდა გზით, ინტრავენურად (IV) ან კანქვეშ (SC) დოზით 2 მგ / კგ წონაზე დღეში, ანუ 1 მლ ყოველ 50 კგ წონაზე. მკურნალობა გრძელდება 3-5 დღის განმავლობაში.
თუ საინექციო რაოდენობა აღემატება 20 მლ-ს, დოზა უნდა გაიყოს და ინექცია გაკეთდეს სხვადასხვა ადგილას.
გვერდითი მოვლენები: ადგილობრივი ანთება ინექციის ადგილას. ქინოლონები იშვიათად იწვევენ კრუნჩხვებს.
უკუჩვენებები: ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობის მქონე ცხოველებში გამოყენება უკუნაჩვენებია. არ გამოიყენოთ ცხოველების გამრავლების პერიოდში. არ გამოიყენოთ ჰიპერმგრძნობიარე ან დეჰიდრატირებულ ცხოველებში.
გამოყენება მაკეობის დროს: მისი უსაფრთხოდ გამოყენება შესაძლებელია 2 მგ/კგ დოზით მაკე და მეძუძურ ცხოველებში. ვინაიდან არ არსებობს 8 მგ/კგ დოზით უსაფრთხოების კვლევები, გამოიყენეთ მაკე და მეძუძურ ცხოველებში მხოლოდ პასუხისმგებელი ვეტერინარის სარგებელის/რისკის შეფასების შესაბამისად.
მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: ფტორქინოლონებს აქვთ სინერგიული ურთიერთქმედება ამინოგლიკოზიდებთან, ბეტა-ლაქტამურ პრეპარატებთან და სულფონამიდებთან, ანტაგონისტური ურთიერთქმედება ფენიკოლებთან, ერითრომიცინთან, პოლიმიქსინთან, ნიტროფურანტოინთან და რიფამპიცინთან. სინერგიზმი შეიძლება შეინიშნოს მე-3 თაობის ცეფალოსპორინებთანაც.
ლოდინის პეიროდი: ხორცი-6 დღე
რძე – 1.5 დღე (3 მოწველა).
შენახვის პირობები: შეინახეთ ფლაკონი მუყაოს შიგნით 25 ° C-ზე დაბლა, არ გაყინოთ და დაიცავით სინათლისგან.
შენახვის ვადა: 2 წელი
ფლაკონის გახსნიდან 28 დღე.
გამოშვების ფორმა: 20 მლ, 50 მლ, 100 მლ და 250 მლ ქარვისფერ შუშის ფლაკონებში .

