ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

კომბინირებული ვაქცინა ძაღლებში ხორციმჭამელების ჭირის, ადენოვირუსის, პარაგრიპის, პარვოვირუსის და  ლეპტოსპიროზის წინააღმდეგ.

შემადგენლობა:

ვაქცინა შედგება ორი კომპონენტისაგან: ლიოფიზილებული კომპონენტი- დურამუნ პლუს 5ლ4  და თხიერი კომპონენტი-სტერილური სუსპენზია.  

დურამუნ პლუს 5ლ4 შეიცავს შემდეგ კომპონენტებს:

ცოცხალი ატენუირებული ვირუსები:

მტაცებელთა შავი ჭირის ვირუსი (CVD), შტამი  N-CDV ≥ 10 2,5 TCID50 /დოზა1;

ძაღლების 2 ტიპის ადენოვირუსი (CAV-2)

შტამ Manhattan                                                         ≥ 10 2,9 TCID50 /დოზა1;

ძაღლების პარაგრიპის ვირუსი (CPI) შტამი NL-CPI-5      ≥10 5,0 TCID50 /დოზა1;

პარვოვირუსი (CPV), შტამი NL-35-D                                 ≥10 7,0 TCID50 /დოზა1;

ბაქტერინი (ინაქტივირებული კულტურები):

Leptospira canicola, შტამი  C-51                                         ≥ 600 ООЩ/ /დოზა *;

Leptospira grippotyphosa, შტამი MAL 1540                    ≥ 600 ООЩ/ /დოზა ;

Leptospira icterohaemorrhagie

შტამი NADL (11403)                                                           ≥ 600 ООЩ//დოზა *;

Leptospira Pomona, შტამი T262                                          ≥ 600 ООЩ /დოზა *;

ООЩ – ნეფელომეტრიული მეთოდით განსაზღვრული ოპტიკური სიმკვრივის ერთეული.

დამხმარე ნივთიერებები: გენტამიცინი,   NZ ამინი AS მასტაბილიზებელი ხსნარი (160 გ/ლ), ჟელატინური მასტაბილიზებელი ხსნარი, საქაროზის მასტაბილიზებელი ხსნარი,

ხენკსის ნიადაგი, 10% ქაფის საწინააღმდეგო.

სტერილური სუსპენზია შეიცავს შემდეგ კომპონენტებს:

ალუმინის გიდროქსიდი

სტერილური წყალი

იმუნობიოლოგიური თვისებები:

რეკომენდებული სქემით ვაქცინის გამოყენებიდან 14 დღის შემდეგ წარმოიქმნება აქტიური იმუნიტეტი, რომელიც გრძელდება 1 წლამდე იმ დაავადებების მიმართ, რომლებიც გამოწვეულია ხორცისმჭამელების ჭირის ვირუსით (CDV), 1 და 2 ტიპის ადენოვირუსით (CAV-1 და CAV-2), ძაღლების პარაგრიპით (CPI), პარვოვირუსით (CPV დაCPV-2c), და Leptospira Canicola, Leptospira gryppotyphosa,  Leptospira pomona, Leptospira icterohaemorrhagie-თი.

დურამუნ პლუს 5ლ4 შეიცავს CDV, CAV-2, CPI, CPV ვირუსების ატენუირებულ შტამებს და   ზემოთ მითითებულ ლეპტოსპირას ოთხ ინაქტივირებულ შტამს. მაღალი ტიტრით,  პასაჟის მცირე რაოდენობის დროს, CPV ვირუსი  დურამუნ 5ლ4 ვაქცინაში უზრუნველყოფს ვაქცინის იმუნოგენობას და უნარს სტიმულირებდეს აქტიურ იმუნიტეტს დედობრივი ანტისხეულების არსებობისას.

ცხოველების სახეობა:ძაღლები

გამოყენების ჩვენებები:

კლინიკურად ჯანმრთელი  6 კვირაზე მეტი ასაკი ძაღლების იმუნიზაციისათვის დაავადებების მიმართ, რომლებსაც იწვევენ  ხორცისმჭამელების ჭირის ვირუსი (CDV), 1 და 2 ტიპის ადენოვირუსები (CAV-1 და CAV-2), პარაგრიპის ვირუსები (CPI), პარვოვირუსით (CPV და CPV-2c), Leptospira Canicola, Leptospira gryppotyphosa,  Leptospira icterohaemorrhagie, Leptospira Pomona.

გამოყენების წესი და  დოზები:

ზოგადი მითითებები: ასეპტიკურად განაზავეთ ვაქცინის (დურამუნ პლუს 5ლ4) ლიოფილიზებული კომპონენტი თხიერი ფრაქციის მეშვეობით, რომელიც თან ერთვის (სტერილური სუსპენზია) , კარგად შეანჯღრიეთ, და შეიყვანეთ 1 მლ კანქვეშ ან კუნთებში.

პირველადი ვაქცინაცია: კლინიკურად ჯანმრთელ ძაღლებში  უნდა შეიყვანოთ ვაქცინის 2 დოზა, 3 კვირის ინტერვალით, რის შემდეგაც 3 კვირის გამოტოვებით უნდა შეიყვანოთ კომპონენტ სტერილური სუსპენზიის ერთი დოზა. თუ ლეკვების ვაქცინაცია იწყება 9 კვირის ასაკიდან, აუცილებელია შეიყვანოთ კომბინირებული ვაქცინის 3 დოზა 3 კვირის ინტერვალით დედის ანტისხეულებთან ურთიერთქმედების თავიდან ასაცილებლად.

რევაქცინაცია: რეკომენდებულია წლიური რევაქცინაცია ერთი დოზით.

უკუჩვენებები:

ამ პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ჯანმრთელი ცხოველების იმუნიზაციისათვის.

გვერდითი მოვლენები:

ვაქცინის შეყვანამ ზოგჯერ შესაძლებელია გამოიწვიოს რეაქციები ანაფილაქსიის სახით. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეყავთ ადრენალინი ან მისი ანალოგები და შემდეგ უტარებენ სიმპტომატურ თერაპიას.

შენახვის და ტრანსპორტირების პირობები:

მშრალი, ბნელი, ბავშვებისათვის მიუწვდომელი ადგილი ტემპერატურაზე 2OC-დან 7 OC-მდე.

ვარგისიანობის ვადა:

18 თვე. ფლაკონის შიგთავსი უნდა იქნას გამოყენებული დაუყოვნებლივ მისი განზავების შემდეგ.

შეფუთვა :

მჭიდროდ დახუფული ერთდოზიანი შუშის ფლაკონები, რომლებიც შეიცავენ ლიოფილიზებულ ფრაქციას დურამუნ პლუს 5ლ4-ს და ერთდოზიან პლასტმასის ფლაკონებს, რომლებიც შეიცავენ ვაქცინის თხიერ ფრაქციას 1 სმ3 (სტერილური სუსპენზია).