დეტალური აღწერა
დერმო სპრეი
შეხორცების პროცესის დამხმარე საშუალება
დერმო სპრეი წარმოადგენს ემულსიას, რომელიც დამზდებულია ალოესა (Aloe Arborescence) და ეთერზეთების ბაზაზე. შეიცავს ბუნებრივ ინგრედიენტებს, შეხორცების პროცესის დამხმარე, ანთების საწინააღმდეგო, მწერების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებებით. დაზიანებულ უბანზე შესხურებული პროდუქტი ქმნის წყალგაუმტარ ფენას, რომელიც იცავს კანის ქსოვილებს დაბინძურების სხვადასხვა წყაროსგან.
შემადგენლობა: ციკლოპენტასილოქსანი, ალოე (Aloe Arborescence), წყალი, სტეარალკონიუმის ბენტონიტი, ეთილექსილპალმიტატი, იზოპროპილის სპირტი, ტოკოფერილაცეტატი, ჩაის ხის ზეთი (melaleuca alternifolia), კალენდულა (calendula officinalis), ველური სტაფილო (daucus carota), პროპოლისის ექსტრაქტი, კაპრილის პროპილენკარბონატი, ტრიგლიცერიდი.
გამოყენების წესი:
გამოყენებამდე გაწმინდეთ დაზიანებული უბანი
შეასხურეთ დერმო სპრეი დღეში ორჯერ ან მეტჯერ საჭიროებისამებრ.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
შეფუთვა: 100მლ.

