ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
შემადგენლობა: პრეპარატის 1 გ შეიცავს მოქმედ ნივთიერებას: იხთიოლი 100 მგ, დამხმარე ნივთიერებები: ვაზელინი
ფარმაკოლოგიური თვისებები: გააჩნია ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, კერატოლიტური, ადგილობრივად გამაყუჩებელი მოქმედებები. ანტიმიკრობული მოქმედება განპირობებულია გოგირდის არსებობით. ჭრილობაზე დატანებისას აღინიშნება სისხლძარღვების შევიწროება, სეკრეციისა და ექსუდატის შემცირება, ასევე დაზიანებული ქსოვილის აღდგენის დაჩქარება.
გამოყენების წესი და დოზები: გარეგანად. კანის დაზიანებულ უბანზე მალამოს დაიტანენ თხელ ფენად 1-2-ჯერ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლიობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათსა და სიმპტომებზე, ის შეიძლება გაგრძელდეს 14 დღემდე. მალამოს ხარისხი ერთჯერადად დატანისათვის დამოკიდებულია კანის დაზიანებული უბნის ზომაზე. დამწვრობების სამკურნალოდ შეიძლება მალამოს სახვევების გამოყენება. მალამოს დატანის წინ კანის უბანს ასუფთავებენ მექანიკური ჩანართებისაგან, ჭუჭყისაგან, ექსუდატის ნარჩენებისაგან, ბალნის საფარისაგან.
გვერდითი მოვლენები: დადგენილი არ არის.
უკუჩვენებები: არ გამოიყენება ცხოველებში, რომელთაც გააჩნიათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
არ გამოიყენება პრეპარატი სუსტ და გამოფიტულ, ჯანდაგ ცხოველებში.
გაფრთხილებები: კატები პრეპარატს ილოკავენ, ამიტომ აუცილებელია პრეპარატის დაფარვა საფენებით. მალამო შეუთავსებელია ძლიერ დამჟანგველებთან (კალიუმის პერმანგანატი და სხვა).
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ და იზოლირებულ ადგილას, 5–250C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 4 წელი.
შეფუთვის ფორმა: ლამინატის ტუბები: 20გ;

