დეტალური აღწერა

შემადგენლობა:  1მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

პროკაინ-ბენზილპენიცილინის მონოჰიდრატი – 100 მგ

ნეომიცინის სულფატი – 102 000 მე

დიჰიდროსტრეპტომიცინის სულფატი – 9125 მე

ნატრიუმის ნოვობიოცინი – 100 მგ

პრედნიზოლონი – 10 მგ.

სამიზნე ცხოველები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.

ჩვენება: პრეპარატი გამოიყენება:  მწვავე და ქრონიკული მასტიტები.

ფარმაკოლოგიური თვისებები: ეფექტურია მასტიტების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ნოვობიოცინზე, პენიცილინზე, დიჰიდროსტრეპტომიცინზე და ნეომიცინზე მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.

მიღების წესი და დოზირება:

  • ცურის ერთი დვრილისათვის გამოიყენება ერთი აპლიკატორის (შპრიცის) შიგთავსი (10 მლ).
  • ცური მთლიანად უნდა დაიცალოს რძისაგან (გამოიწველოს) და სათანადოდ გასუფთავდეს ჩამობანით ან თანდართული ხელსახოცით და დეზინფიცირდეს.
  • დვრილის თავების დეზინფიცირების შემდეგ აპლიკატორის წვერი შეჰყავთ ცურის დვრილის სადინარში. დგუშზე დაწოლით აპლიკატორის შიგთავსი შეჰყავთ ცურში. მასაჟით პრეპარატი კარგად ნაწილდება ცურში.
  • საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობა განმეორდეს 24–48 საათის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები: პრეპარატის განმეორებითი შეყვანის დროს შესაძლოა ცალკეულ ინდივიდებში გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები (ნერწყვდენა, ქოშინი, თავის კანის და შორისის შეშუპება).

უკუჩვენებები: პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკებისადმი ჰიპერმგრძნობელობა.

გაფრთხილებები: დაიცავით პრეპარატის კონტაქტი კანსა და ლორწოვან გარსებთან. მიზანშეწონილია მუშაობისას გამოყენებული იქნეს დამცავი ხელთათმანები.

ლოდინის პერიოდი: ხორცი 7 დღე, რძე – 72 საათის (6 წველა).

შენახვის პირობები:  ინახება მშრალ, ბნელ ადგილას,  50C–250C­­ ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 18 თვე.

შეფუთვის ფორმა: სპეციალური აპლიკატორები (შპრიცები) ყუთში.