დეტალური აღწერა

აფტოდოლჯელი

თურქულის საწინააღმდეგო (FMD) გაწმენდილი, ინაქტივირებული ვაქცინა

შემადგენლობა:

ვაქცინის თითოეული დოზის (2 მლ) შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერებები

O TUR 07 (Panasia-II)……………………………………………… ≥ 6 PD50*

A IRN 17 (A/Asia/A İran05/SIS-13)………………………………… ≥ 6 PD50*

ASIA-1 TUR15 (Sindh-08) ……………………………………………≥ 6 PD50*

SAT-1/BOT 1 77 (SAT-1/G III)…………….……………………….. ≥ 6 PD50*

SAT-2/IRQ 23 (Genotype XIV)..……………………………………. ≥ 6 PD50*

*PD50 – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის 50%-იანი დამცავი დოზა ევროპული ფარმაკოპეა 0063-ის მიხედვით.

საბოლოო პროდუქტში შემავალი ვაქცინის შტამების რაოდენობა და ტიპი განისაზღვრება ქვეყნის/რეგიონის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიხედვით და მითითებული იქნება ეტიკეტზე.

დამხმარე ნივთიერებები

ალუმინის ჰიდროქსიდი (Al+3) 1.0 მგ/მლ
საპონინი 1.5 მგ/მლ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფიინაქტივირებული ვირუსული ვაქცინები

 ჩვენებები:

აფტოდოლლ-ჯელი ვაქცინა გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, კამეჩების, ცხვრების, თხებისა და აქლემების თურქულის დაავადებისგან დასაცავად.

გამოყენების წესი და დოზირება:

მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, კამეჩებსა და აქლემებში კანქვეშა გზით შეჰყავთ 2 მლ , ხოლო ცხვრებსა და თხებში  1 მლ.

ვაქცინაცია მეორდება ყოველ 6 თვეში ერთხელ.

მსხვილი რქოსან პირუტყვს, კამეჩს, ცხვარს, თხასა და აქლემს ვაქცინაცია უტარდება 2 თვის ასაკიდან აქტიური იმუნიტეტის უზრუნველსაყოფად და კლინიკური ნიშნების შესამცირებლად. პირველად ვაქცინირებული ცხოველები ხელახლა უნდა აიცრან 3 კვირის შემდეგ.

იმუნიტეტი იწყებს განვითარებას ვაქცინაციიდან 2-4 კვირის შემდეგ. ნეიტრალიზებადი ანტისხეულები ნარჩუნდება მინიმუმ 6 თვის განმავლობაში.

ისეთ გადაუდებელ სიტუაციებში, როდესაც საჭიროა მასობრივი ვაქცინაცია, მისი გამოყენება სამიზნე სახეობებში შესაძლებელია 2 კვირის ასაკიდან. ამგვარი ვაქცინაცია არ თრგუნავს დედის ანტისხეულების დონეს.

მისი გამოყენება შესაძლებელია მაკე და მეძუძურ ცხოველებში.

გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.

გვერდითი მოვლენები:

ანაფილაქსიური რეაქციები შეიძლება განვითარდეს იშვიათად. ასეთ შემთხვევებში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა. ექსპერიმენტულ სამიზნე ცხოველებზე ჩატარებული უვნებლობისა და ტოქსიკურობის კვლევების დროს გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა. ზოგიერთ ვაქცინირებულ ცხოველში ინექციის ადგილას შეიძლება განვითარდეს თხილის ზომის დროებითი შეშუპება. სხეულის ტემპერატურამ შეიძლება დროებით მოიმატოს.

ინექციის ადგილას შეიძლება განვითარდეს შეშუპება და სიწითლე. ასეთ შემთხვევებში, ინექციის ადგილი დაუყოვნებლივ უნდა გაიწმინდოს და მიმართოთ ექიმს.

ვაქცინის შეყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ ვეტერინარის ან ვეტერინარ-ტექნიკოსის ზედამხედველობის ქვეშ.

ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან:

სხვა ბიოლოგიურ პროდუქტებთან ერთად გამოყენებისას ამ ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესახებ ინფორმაცია  არ არსებობს.

 დოზის გადაჭარბება:

დოზის გადაჭარბების კვლევები არ ჩატარებულა, რადგან ეს არის ინაქტივირებული ვაქცინა.

ლოდინის პერიოდი:

ლოდინის პერიოდი- 0 დღე.

უკუჩვენებები: არ არსებობს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება +2-80C ტემპერატურაზე, ბნელ ადგილას. არ გაყინოთ.

ვარგისობის ვადა: ვარგისობის ვადა არის 12 თვე. გახსნილი ფლაკონების გამოყენება უნდა მოხდეს 6-8 საათში.

პრეპარატის გამოყენების შემდეგ, ნარჩენი მასალები უნდა განადგურდეს ადუღებით, დაწვით ან შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით.

შეფუთვის ფორმა: 100მლ პლასტმასის ფლაკონები.