ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

შემადგენლობა: 1მლ შეიცავს:

ავერსექტინი c 1­ს – 0,2% ან 0,5%

ბენზილის სპირტი – 3,75% და 2,5%  

ნოვოკაინი – 1%;

ეთილის სპირტი – 35,5%

პოლივინილპიროლიდონი – 0,5%

საინექციო წყალი – 4%

პოლიეთილენოქსიდი – 400 – 100%­მდე.

სამიზნე ცხოველები:  ძაღლი და კატა.

ჩვენება:

  • ნემატოდოზები
  • დემოდეკოზი
  • ოტოდექტოზი
  • ნოტოედროზი
  • სარკოპტოზი
  • რწყილების, ტილების და თმისმჭამელების წინააღმდეგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატი მაკროფილური პარაზიტების საწინააღმდეგო სისტემური მოქმედების  სამკურნალო საშუალება.

გამოყენების წესი და დოზები: პრეპარატი შეიყვანება ცხოველის კანქვეშ (მინდაოს, ზურგის და წელის არეში) ან  კუნთში  (დუნდულა კუნთში, ოთხთავა კუნთში, მხრის სამთავა კუნთში).

  • საშუალო და დიდი ზომის ძაღლებში – 0,5% ხსნარის 0,4 მლ ყოველ 10 კგ­ ცხოველის ცოცხალი მასაზე.
  • პატარა ზომის ძაღლები (10 კგ­ზე ნაკლები) და კატები – 0,2% ხსნარის 0,1 მლ ყოველ 1 კგ­ ცხოველის ცოცხალი მასაზე.

გვერდითი მოვლენები: დადგენილი არ არის.

უკუჩვენებები: პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება კოლის, ბობტეილის და შელტის ჯიშის ძაღლებში,  7 კვირამდე ასაკის ლეკვებსა და კნუტებში, დაუძლურებულ და ბებერ, მაკე და მეძუძურ ცხოველებში.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ და იზოლირებულ ადგილას, 0–300C­ ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 2 წელი. გახსნიდან ვარგისია 24 დღე.

შეფუთვის ფორმა: 0,2% და 0,5% სტერილური ხსნარი შუშის ფლაკონებში.