ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
ტრიქობენი
საინექციო სუსპენზიის მოსამზადებელი ლიოფილიზატი და გამხსნელი
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის
შემადგენლობა: 1 მლ-ში ქტიური ნივთიერების დასახელება და სხვა ინგრედიენტები:
ა) ლიოფილიზატი
აქტიური ნივთიერება:
Trichophyton verrucosum – მინ. 3.125 x 106 CFU, მაქს. 18.75 x 106 CFU (კოლონიის წარმომქმნელი ერთეული)
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ქლორიდის 0.8%-იანი ხსნარი
ბ) გამხსნელი
სამიზნე სახეობები:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ერთი დღის ასაკიდან.
ჩვენება:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტრიქოფიტოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
გამოყენების წესი და დოზირება:
პროფილაქტიკური და სამკურნალო:
– ხბოები ერთი დღის ასაკიდან სამ თვემდე: 2×2 მლ
– მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი სამ თვის ასაკიდან: 2×4 მლ
ინტერვალი ვაქცინაციასა და რევაქცინაციას შორის შეადგენს 5-14 დღეს.
მესამე რევაქცინაცია შეიძლება ჩატარდეს რევაქცინაციიდან 2-4 კვირის შემდეგ ცხოველებში ტრიქოფიტური ცვლილებებით გამოწვეული მძიმე დაზიანებებით, ასევე დაუძლურებულ ცხოველებში.
შეყვანის მეთოდი:
ვაქცინა შეჰყავთ ინტრამუსკულარულად წელის ან დუნდულის არეში. ვაქცინაცია და რევაქცინაცია უნდა ჩატარდეს სხვეულის მარჯვენა ან მარცხენა მხარეს, შესაბამისად.
შეყვანის წინ ლიოფილიზატი უნდა გაიხსნას გამხსნელში, რომელიც წარმოდგენილია შეფუთვაში.
ვაქცინაციისას გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანი.
იმუნიტეტის ჩამოყალიბება ხდება რევაქცინაციიდან 1 თვის განმავლობაში და გრძელდება სულ მცირე 5 წელი.
სპეციალური გაფრთხილება:
ფარულად მიმდინარე დაავადება შეიძლება გამოვლინდეს ცხოველების ვაქცინაციისას დაავადების ინკუბაციის ეტაპზე. კლინიკური მდგომარეობა შეიძლება პერიოდულად გაუარესდეს, მაგრამ ტრიქოფიტური ცვლილებები ცხოველის კანზე ეტაპობრივად მცირდება რაიმე თერაპიული ჩარევის გარეშე.
ურთიერთქმედება: რეკომენდებული არ არის ვაქცინაციასთან ერთად პარენტერალური და პერორალური ანტიმიკოზური საშუალებებით მკურნალობა.
გვერდითი რეაქციები:
ზოგადი ანაფილაქტოიდური რეაქციები შეიძლება აღინიშნოს იშვიათად, ჩვეულებრივ, აცრის გაკეთებიდან ორი საათის განმავლობაში. ანაფილაქტოიდური რეაქციის განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამოიყენება ანტიჰისტამინური საშუალებები (ადრენალინი, კალციუმი). ვაქცინაციიდან 10-14 დღის განმავლობაში აცრის ადგილზე შეიძლება წარმოიქმნას 10-20 მმ დიამეტრის თხელი ზედაპირული შრე, რომელიც დამოუკიდებლად სცილდება 2-4 კვირის განმავლობაში.
უკუჩვენებები:
უკუნაჩვენებია სხვა იმუნოპროფილაქტიკური პროცედურების ჩატარება პირველ ვაქცინაციამდე 10 დღის და მეორე (მესამე) ვაქცინაციის შემდეგ ოცი დღის პერიოდში; დაუშვებელია ანტიმიკოზური მოქმედების პერორალური პრეპარატების გამოყენება ხბოებში; ვაქცინირებული ცხოველები არ უნდა იყოს განთავსებული ტრიქოფიტოზით დაინფიცირებულ სხვა მსხვილფეხა რქოსან პირუტყვთან ერთად. ტრიქოფიტოზის საწინააღმდეგო აცრის პერიოდში ხბოების ანტიბიოტიკებით მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში, ტრიქოფიტოზის მიმართ იმუნიტეტის მნიშვნელოვანი დაზიანების ნებისმიერი რისკის თავიდან აცილების მიზნით, შეიძლება პენიცილინის, სტრეპტომიცინის, ტილოზინის, ტეტრაციკლინის ან სულფონამიდის გამოყენება.
ლოდინის პერიოდი:
ხორცი: 14 დღე
შენახვის პირობები:
შენახვა და ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს მაცივარში (2˚C-8˚C). დაიცავით გაყინვისგან. დაიცავით სინათლისგან. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი, არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვაქცინა გამოიყენება განზავებიდან 2 საათის განმავლობაში.
შეფუთვა: 1 x 40 მლ.

